Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 72,2 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი გასული კვირის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, იზრდება.
დღევანდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი 72.2 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 68 დოლარია, რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 67 დოლარს შეადგენს.
გასულ კვირას Brent-ი 3%-ით დაეცა, WTI – 4,6%-ით.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება -ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას უკავშირდება, რომელიც პირობას დებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უმოკლეს ვადებში მოაგვარებს. თავისი არსით, გეოპოლიტიკური რისკების შემცირება ნავთობის გაიაფებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით OPEC-ის წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია კონცენტრირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…