Boston Dynamics მფრინავ რობოტებზე მუშაობს

რობოტების მწარმოებელი კომპანია Boston Dynamics მფრინავი ჰუმანოიდი რობოტის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას electronicspecifier-ი ავრცელებს.
Boston Dynamics-ი ფირმა Gravity Industries-თან ითანამშრომლებს. Gravity Industries-ი ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის (VTOL) საავიაციო სისტემებს, Jet Suit-ებს აწარმოებს.
კომპანიები ერთმანეთთან თანამშრომლობით მფრინავ რობოტზე იმუშავებენ. კერძოდ, Gravity-ის ტექნოლოგიის დახმარებით Boston Dynamics-ის ჰუმანოიდ რობოტს, სახელად Atlas, ფრენის უნარს შესძენენ. სპეციალისტებმა სატესტო ფრენები უკვე დაიწყეს ბოსტონის პორტის თავზე.

ასევე დაგაინტერესებთ