Boeing–მა გაფიცული მუშებისთვის შეთავაზება გააუმჯობესა

„მექანიკოსთა და აერონავტიკის მუშაკთა საერთაშორისო ასოციაცია“ (International Association of Machinists and Aerospace Workers, IAM), 4 ნოემბერს კენჭს უყრის Boeing Co.-სთან შეთანხმების ახალ ვერსიას, იუწყება AP.
ავიამშენებელი გიგანტის უახლესი წინადადება ითვალისწინებს ხელფასის 38%-ით გაზრდას ოთხი წლის განმავლობაში და 12000 დოლარის ერთჯერად გადახდას თითოეული თანამშრომლისთვის, თუ ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნება. გარდა ამისა, კომპანია პირობას დებს, რომ გაზრდის შენატანებს საპენსიო პროგრამის ფარგლებში.
Boeing–ის მემანქანეები ამჟამად საშუალოდ 75,608 დოლარს გამოიმუშავებენ წელიწადში.
მანამდე კომპანია ხელფასების 35%-ით გაზრდას და 7 ათასი დოლარის ერთჯერად გადახდას სთავაზობდა. კავშირის წევრებმა წინადადებას წინა კვირას წინააღმდეგ მისცეს ხმა. თავდაპირველად ისინი სამი წლის განმავლობაში 40%-ით გაზრდას და ტრადიციული საპენსიო გეგმის დაბრუნებას ითხოვდნენ.
Boeing ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდეს მისი ტრადიციული საპენსიო გეგმის დაბრუნებას მისი ღირებულების გათვალისწინებით, რაც ზრდის გაჭიანურებული გაფიცვის პერსპექტივას, – ამბობდა ოქტომბერში S&P Global Ratings-ი, რომელმაც კომპანიის საკრედიტო რეიტინგი გადახედვაზე დააყენა არასაინვესტიციო ხარისხამდე დაქვეითების შესაძლებლობით.
„მექანიკოსთა და აერონავტიკის მუშაკთა საერთაშორისო ასოციაცია“ წარმოადგენს Boeing–ის 33 000 თანამშრომლის ინტერესებს, რომლებიც 13 სექტემბრიდან გაფიცულები არიან. ეს არის კომპანიის თანამშრომელთა ყველაზე დიდი პროფკავშირი. გაფიცვამ გამოიწვია 737, 777 და 767 თვითმფრინავების წარმოების შეჩერება. 787 თვითმფრინავზე მუშაობა გრძელდება, რომელსაც ახორციელებენ პროფკავშირის არაწევრი მუშები სამხრეთ კაროლინაში.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…