BM.ge: შსს მობილურებში დაცული ინფორმაციის წამკითხველ სისტემას 7 მლნ-ად ყიდულობს

ქართული ოცნების მთავრობამ ს კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-ისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებისა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ციფრულ აპარატურაში დაცული ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.
ინფორმაციას ამის შესახებ BM.ge ავრცელებს.
BM.ge წერს, რომ შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა შპს “ქომუნალ ტექნოლოჯი”-სთან, რომელიც საქართველოში Cellebrite-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, Cellebrite-ის სისტემები გამოიყენება ანდროიდის, ეფლის, მაიკროსოფტის, ლინუქსისა და სხვა ოპერაციულ სისტემებში დაცული მონაცემების წაკითხვისთვის.
შესყიდვა მოიცავს:
· Cellebrite Inseyets – 3 წლიანი 4 ერთეული ლიცენზია (არსებული 4 Premium ადაპტერის გამოყენებით), რომელიც აერთიანებს Cellebrite UFED Premium, Cellebrite UFED 4PC, Cellebrite Physical Analyzer, Cellebrite Cloud და Cellebrite Commander სისტემებს 4,413,820 ლარი;
· Cellebrite Inseyets – 3 წლიანი ლიცენზია (ახალი Inseyest ადაპტერის გამოყენებით), რომელიც აერთიანებს Cellebrite UFED Premium, Cellebrite UFED 4PC, Cellebrite Physical Analyzer, Cellebrite Cloud და Cellebrite Commander სისტემებს 1,156,636 ლარი;
· Cellebrite Digital Collector – 1 ლიცენზია (არსებულის განახლება), ღირებულებით 69,000 ლარი.
BM.ge-ის თანახმად, მოწყობილობები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვისაა განკუთვნილი, რაც კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის ლაბორატორიას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად დაამუშაოს საგამოძიებო მონაცემები.
“შესყიდვის აუცილებლობა და გამოყენება -ს განმარტებით, ამ ტექნოლოგიის შეძენა აუცილებელია იმ მიზნით, რომ კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის ლაბორატორიის შესაძლებლობები გაფართოვდეს. აღნიშნული სისტემები საშუალებას იძლევა პარალელურად ექვსი პროცესის გაშვება, მონაცემების სწრაფი ანალიზი და კატეგორიზაცია, რაც საგამოძიებო პროცესებს მნიშვნელოვნად აჩქარებს.
Cellebrite-ის როლი და საერთაშორისო გამოცდილება Cellebrite-ის პროდუქტებს აქტიურად იყენებენ -ის, ევროპის და აზიის ქვეყნების სამართალდამცავი უწყებები. თუმცა, კომპანია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი იმ ქვეყნების მიერ, სადაც მისი ტექნოლოგიები სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისთვის იქნა გამოყენებული. აღნიშნულის გამო, 2021 წელს კომპანიამ რუსეთთან და ბელარუსთან პარტნიორობა შეწყვიტა.
მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში, რაც შესყიდვის განცხადებას ახლავს თან Cellebrite-ის გაყიდვების მენეჯერი ალბერტ კაცირი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომლისთვისაც მათ აპარატურის მიყიდვის უფლება გააჩნიათ, თუმცა კაცირი აცხადებს რომ ეს შესაძლოა შეიცვალოს, აქედან გამომდინარე ის მთავრობას სთავაზობს აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა შეიძინონ იქამდე, სანამ საქართველოში მომსახურების მიწოდების შეზღუდვის შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, აპარატურას საქართველო 20 კალენდარული დღის ვადაში მიიღებს და ლიცენზიები 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს”, – ნათქამია ინფორმაციაში.