დონალდ ტრამპი, 2025 წლის 14 აგვისტო.Andrew Harnik/Getty Imagesაშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანი დათანხმდა როგორც ბირთვულ იარაღზე უარის თქმას, ასევე აშშ-ისრაელის მიერ ირანში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, მიწისქვეშ ღრმად დამარხული ბირთვული “მტვერის” დაბრუნებას.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ისინი ამას დათანხმდნენ. ირანი ამას დაეთანხმა.
ისინი ასევე დაგვთანხმდნენ, რომ დაგვიბრუნებენ (B-2 ბომბდამშენების მიერ) ღრმად დამარხულ ბირთვულ “მტვერს”. ასე რომ, ჩვენ ირანთან ბევრი შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რაღაც მოხდება”. – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.