Bloomberg: სარატოვის ქარხანამ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის მიღება შეაჩერა

რუსეთის ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ნავთობის მიღება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო Bloomberg-ი.
კომპანია „როსნეფტის“ ამ ქარხანაზე დრონებით შეტევა 10 აგვისტოს იყო, რაც იმავე დღეს დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
როგორც Bloomberg-ი წერს, თუ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის საპროექტო სიმძლავრე დღე-ღამეში 140 000 ბარელი ნავთობია, მუშაობის განახლებას დროულად ვერ შეძლებს, ეს შესაძლოა, აისახოს ბენზინის შიდა მიწოდებაზე იმ პერიოდში, როცა სეზონური მოთხოვნა გაზრდილია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ დრონებით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც საწვავით ამარაგებს ს საოკუპაციო ჯარებს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა დაადასტურა „ერთ-ერთი საწარმოს დაზიანება“. მას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..