Bloomberg: ნატო უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის

ნატო უკრაინისთვის 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც 5 წლის მანძილზე წევრი სახელმწიფოები ჯამში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანებს განახორციელებენ.

გამოცემის წყაროს ცნობით, ალიანსის წევრები ჯერ კიდევ განიხილავენ სტოლტენბერგის იდეას და შენატანების გადანაწილების მექანიზმს.

წყაროები აღნიშნავენ, რომ წინადადება, დიდი ალბათობით, შეიცვლება იქამდე, სანამ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ.

პაკეტის ნაწილად, ნატომ ასევე შეიძლება თავის თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (“რამშტაინის” ფორმატი) ოპერატიული ვალდებულებები, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და რომელიც სთვის იარაღის მიწოდებების კოორდინაციას ახდენს.

ნატოსა და თეთრ სახლს აღნიშნულ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებიათ.