Bloomberg: მატვიენკოს თვითმფრინავს საჰაერო სივრცე იტალიამ და საფრანგეთმა გაუხსნეს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი და უკრაინის გამო სანქცირებული სხვა რუსი პარლამენტარები ჟენევაში, საერთაშორისო კონფერენციაზე მას შემდეგ მოხვდნენ, რაც სამთავრობო თვითმფრინავმა იტალიის და საფრანგეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთის უფლება მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.
ევროკავშირის და შვეიცარიის მიერ სანქცირებული ვალენტინა მატვიენკო და ს დუმის დეპუტატები, მათ შორის ლეონიდ სლუცკი და პიოტრ ტოლსტოი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერები არიან, ივლისის ბოლოს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მონაწილეობდნენ საპარლამენტთაშორისო კავშირის(IPU) მიერ ორგანიზებულ ფორუმში, რამაც უკრაინის, მისი მოკავშირეებისა და რუსეთიდან დევნილი ოპოზიციონერების პროტესტი გამოიწვია.
28 ივლისს, მატვიენკომ IPU-ს მიერ ორგანიზებულ ქალი სპიკერების სამიტზე გამოსვლა გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამართლებისა და კრემლის პროპაგანდისტული პოზიციის გამოხატვის მიზნით.
ავიამომოსვლის მინიტორინგის სერვისის მონაცემთა მიხედვით, ჟენევისკენ 27 ივლისს მიმავალმა თვითმფრინავმა გადაუფრინა თურქეთს, ხმელთაშუა ზღვას და იტალიას, 30 ივლისს მოსკოვში დაბრუნებისას კი საფრანგეთის და იტალიის საჰაერო სივრცეებით ისარგებლა.
ევროკავშირმა რუსულ თვითმფრინავებს თავის საჰაერო სივრცეში შესვლა 2022 წელს, ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე აუკრძალა.
Bloomberg-ის წყაროთა თანახმად, იტალიამ რუსეთის თვითმფრინავს თავის საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება მისცა შვეიცარიის მთავრობის თხოვნით და ნებართვის გაცემამდე კონსულტაცია ჰქონდა საფრანგეთთან, რომლის მთავრობამაც ანალოგიური განაცხადი მიიღო.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონკრეტულად ამ ფაქტის კომენტირებაზე უარი თქვა, მაგრამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობას სანქცირებულებისთვის გამონაკლისის დაშვება შეუძლია დიპლომატიური, ჰუმანიტარული, ან სამედიცინო მიზნებით.
ჟენევაში მატვიენკოს სიტყვით გამოსვლის დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მატვიენკომ, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშაა ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ს ანქესიის შემდეგ, დემარშს უწოდა „კოღოს ნაკბენი, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს“.
ჟენევაში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლის გამო საპროტესტო აქცია გამართეს ორგანიზაციის, „მომავლის რუსეთი” აქტივისტებმა.
29 ივლისს ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ღია წერილი შვეიცარიის მთავრობისა და პარლამენტის და საპარლამენტთაშორისო კავშირისადმი. პუტინის პოლიტიკისა და უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე რუსეთის მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მატვიენკოს და ომის სხვა დამნაშავეთა მონაწილეობის გამო და აცხადებენ, რომ ნეიტრალიტეტი გამართლება არ არის და საერთაშორისო მოედნები არ უნდა იქცეს ტრიბუნად მათთვის, ვინც ქალაქებს ანგრევს, ჟურნალისტებს კლავს, ოპოზიციონერებს აპატიმრებს და პოლიტიკოსებს წამლავს.
ხელმომწერები მოითხოვენ საჯარო განმარტებას, რის საფუძველზე შეუშვეს სანქცირებული პირები შვეიცარიის და ევროპის ტერიტორიაზე და გამოძიებას, რომელმა ქვეყანამ გასცა ტრანზიტის უფლება და დაირღვა თუ არა სანქციების რეჟიმი. მოთხოვნებს შორისაა მატვიენკოსთან, ტოლსტოისთან, სლუცკისა და კრემლთან საპარლამენტთაშორისო კავშირის, შვეიცარიის მთავრობისა და პარლამენტის და ჟენევის კანტონის ადგილობრივი ხელისუფლების კავშირების გამოძიებაც.
300-მდე ხელმომწერს შორის არიან რუსეთიდან დევნილი ოპოზიციონერებიც გენადი გუდკოვი, ილია იაშინი, ლეონიდ ვოლკოვი, ლევ პონომარიოვი, ვლადიმირ კარა-მურზა და სხვები.
ფორუმი