Bloomberg – ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი

ს გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე ა პასუხისმგებელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პუტინის უახლოეს გარემოცვაში ზოგი ადამიანი არ ეთანხმება თეზისს, რომ 22 მარტს “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი.
წყაროები აღნიშნავენ, რომ სროლასთან უკრაინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
ამის მიუხედავად, ს პრეზიდენტი მომხდარი ტერაქტის უკრაინის წინააღმდეგ ომის გარშემო ხალხის გაერთიანებისთვის გამოყენებას ცდილობენ.
ასევე Bloomberg-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ კრემლის მაღალჩინოსნები შოკირებული იყვნენ სპეცსამსახურების უუნარობით, აღეკვეთათ თავდასხმა.