Bloomberg: აშშ იმედოვნებს, რომ უკრაინაში აღდგომამდე მიაღწევენ საზავო შეთანხმებას

აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ში ცეცხლის ფართო მასშტაბით შეწყვეტის მიღწევა რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი სულ უფრო აქტიურად ახორციელეს დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე და იმის სიგნალებს იძლევა, რომ არ ჩქარობს შეთანხმების მიღწევას, წერს Bloomberg-ი.
როგორც წყაროებმა უთხრეს სააგენტოს, თეთრი სახლი ცდილობს, საზავო შეთანხმების მიღწევას 20 აპრილისთვის (წელს ამ თარიღს ემთხვევა აღდგომა როგორც დასავლეთის, ისე მართლმადიდებელ ეკლესიებში). მაგრამ ვაშინგტონი აღიარებს, რომ, თუკი გავითვალისწინებთ მხარეების პოზიციებს შორის განსხვავებებს, ვადებმა შეიძლება გადაიწიოს.
უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში -ის ოფიციალური პირები ცალკე შეხვდებიან სა და უკრაინის წარმომადგენლებს. ეს პირველი ასეთი პარალელური შეხვედრები იქნება.
მოლაპარაკებებზე განიხილავენ 30-დღიანი საზავო შეთანხმების ტექნიკურ დეტალებს. შეთანხმება, რომლის ინიციატივითაც აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა, ითვალისწინებს დარტყმების შეწყვეტას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე.
„იმედი მაქვს, რომ საკმაოდ მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა,“ თქვა ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
რუსეთი მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე. მათ შორისაა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა, შენიშნავს Bloomberg-ი.
სააგენტოს წყაროების თანახმად, თეთრი სახლი ჯერჯერობით არავითარ შეზღუდვას არ დათანხმებულა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“