Bloomberg: ახალ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ სამშვიდობო გეგმას უარყოფს

აშშ ს წინააღმდეგ ამზადებს ახალ სანქციებს, რომლებიც შესაძლოა, აამოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უარყოფს ში ომის შეწყვეტის ამერიკულ გეგმას. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს სააგენტო Bloomberg.
წყაროთა თანახმად, განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის სანქციების ამოქმედებას რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასა და ამ ნავთობით ვაჭრობაში ჩართული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისა და ტრეიდერების წინააღმდეგ.
Bloomberg-ის წყაროთა ცნობით, შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ვაშინგტონის გეგმა ამ კვირაში განიხილა ევროპული სახელმწიფოების ელჩების ჯგუფთან შეხვედრისას. ახალი სანქციების შესაძლო ამოქმედების საკითხს საბოლოოდ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს.
რუსული სააგენტოების, „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 17 დეკემბერს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცნობები ახალი შესაძლო სანქციების შესახებ არ უნახავთ, თუმცა „კარგადაა ცნობილი რომ ვაშინგტონში, ზოგიერთ კაბინეტში ასეთი გეგმები არის“.
პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ რუსეთს სანქციები პირველად 2025 წლის ოქტომბერში დაუწესა. კონკრეტულად რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.
ეს შეზღუდვები დაემატა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, რომლებიც ში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აამოქმედა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ.
ამჟამად აშშ უკრაინასა და რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს სამშვიდობო წინადადებებზე. აშშ-უკრაინის მოლაპარაკების ამ დროისთვის ბოლო რაუნდი, რომელშიც პრეზიდენტი ზელენსკიც მონაწილეობდა, 14-15 დეკემბერს ბერლინში გაიმართა. გერმანიის დედაქალაქში შედგა კიდევ ერთი შეხვედრა ევროპის სახელმწიფოთა ლიდერების მონაწილეობით.
დაახლოებით ორი კვირით ადრე, 2 დეკემბერს პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები კრემლში შეხვდნენ პრეზიდენტ პუტინს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა დღეს, 17 დეკემბერს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელებისგან ელოდებიან ინფორმაციას უკრაინელებსა და ევროპელებთან მუშაობის შედეგების შესახებ
უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის შესახებაც პირველად ცნობილი გახდა ნოემბრის მეორე ნახევარში და მედიაში გაჟონილი პროექტის თანახმად ითვალისწინებდა, ძირითადად, რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის დონბასსა და ნატოს წევრობაზე უკრაინის უარს, გარკვეულწილად შეიცვალა აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად. თავდაპირველი 28-პუნქტიანი გეგმა 20 პუნქტამდე დავიდა.
15 დეკემბერს ამერიკულ მხარესთან ბერლინში მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტერიტორიების საკითხზე საუბარი გრძელდება, ის ერთ-ერთი ძირითადია და კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს.
ფორუმი

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }