Bloomberg – ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები შესთავაზეს

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, -ის პრეზიდენტი მზად არის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი, ომის დასრულების მცდელობებს აჭიანურებს.
წყაროების ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს. ამავდროულად, მათ აღნიშნეს, რომ ტრამპს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინაიდან დიპლომატიური ძალისხმევები გრძელდება. მათ უარი თქვეს დეტალურად აღწერაზე თუ რა ვარიანტები განიხილება და აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ