Biletebi.ge განახლდა

Biletebi.ge სრულიად ახალი პლატფორმითა და ბრენდინგით გამოჩნდა.
განახლებული პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს ბილეთების შეძენის ძალიან მარტივ ფუნქციონალს, ორგანიზატორებს კი ღონისძიებების მართვის სრულიად ახლებურ სისტემას.
ახალმა გუნდმა ბილეთების ყიდვის პროცესი სრულად გადაიაზრა და შექმნა გამოცდილება, რომელიც ყველაზე ინტუიტიურია. ახალი ვებგვერდი გამოირჩევა თანამედროვე, მომხმარებლისთვის მარტივი ინტერფეისითა და სისტემით.
პლატფორმა არამხოლოდ ვიზუალურად, ტექნიკურადაც შეიცვალა: რიგის კომპლექსური სისტემებისა და დარბაზის სქემების მენეჯმენტიდან დაწყებული, QR კოდების დამუშავებით დამთავრებული. ახალი ვებ და მობილური პლატფორმა ცვლის ბილეთების შეძენის გამოცდილებას როგორც ორგანიზატორებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.
Biletebi.ge-ზე შესაძლებელია რკინიგზის, კინოს, კონცერტების, თეატრების, მუზეუმების, სპორტული ღონისძიებების და ნებისმიერი სხვა კატეგორიის ბილეთების შეძენა.
ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის განახლებასთან ერთად განახლდა ბრენდი და მისი ვიზუალური იდენტობა. უცვლელი დარჩა სახელი biletebi.ge, რომელმაც ცნობადობა 15 წლის განმავლობაში დააგროვა.
Biletebi.ge უახლოეს მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და ინოვაციური ფუნქციონალების დამატებას გეგმავს.