უორენ ბაფეტის ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მ გაზარდა თავისი წილი იაპონურ სავაჭრო სახლ Mitsubishi Corp.-ში, იტყობინება Mitsubishi.
Berkshire-ის შვილობილმა კომპანია National Indemnity-მ იაპონური კომპანიის დამატებითი აქციები შეიძინა, რითაც ხმის მიცემის უფლება 9.7%-დან 10.2%-მდე გაზარდა.
Berkshire-მა Mitsubishi-სა და კიდევ ოთხი იაპონური სავაჭრო სახლის აქციების შესყიდვა 2019 წლის ივლისში დაიწყო. ბაფეტმა დადებითად შეაფასა მათი მენეჯმენტი, აქციონერებისადმი მათი დამოკიდებულება და კაპიტალის გამოყენების წესი.
