BBC – პირველადი მონაცემებით, დონალდ ტრამპი მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს, თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, -ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ე.წ. მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი ლიდერობს ჯორშიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში, სადაც ხმების უმრავლესობა დათვლილია.
არიზონასა და ვისკონსინში, სადაც ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრამპი უმნიშვნელოდ უსწრებს მეტოქეს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს.
ამასთან, ლიდერობს მიჩიგანში, თუმცა იქ, ამ დროისთვის, ხმების მხოლოდ 32%-ია დათვლილი.
ამასთან, BBC-ი წერს, რომ ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, რადგან ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს