BBC – პაკისტანის სამხედროებმა ინდოეთის მიერ გაშვებული კიდევ 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირება გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, ს სამხედროებმა ინდოეთის მიერ გაშვებული კიდევ 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
მედიის ცნობით, კონფლიქტის განახლებიდან დღემდე პაკისტანმა ინდოეთის მიერ გაშვებული 25 დრონი ჩამოაგდო.
პაკისტანელი სამხედროების წარმომადგენლის, აჰმედ შარიფ ჩაუდჰრის თქმით, ინდოეთმა პაკისტანის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. დრონები მსხვილი ქალაქებისკენ, მათ შორის კარაჩისა და ლაჰორის მიმართულებით იყო გაშვებული.
როგორც BBC წერს, არსებული საფრთხის გამო ქალაქ ლაჰორში მდებარე -ის საკონსულომ თანამშრომლებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრამანიან ჯაიშანკარი აცხადებს, რომ ინდოეთს სიტუაციის ესკალაცია არ სურს, თუმცა პაკისტანის ქმედებებს ძალიან მკაცრი პასუხი მოჰყვება.
იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი, 50-ს აღემატება.
ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები 7 მაისს განახორციელა. ეს იყო ინდოეთის პასუხი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.