BBC-ის ეგზიტპოლი: ლეიბორისტული პარტია – 410, კონსერვატიული პარტია – 131

BBC-ის, ITV-ისა და Sky-თვის ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში ლეიბორისტული პარტია 410 მანდატს, ხოლო კონსერვატიულმა პარტია 131 მანდატს მიიღებს. ქვეყნის პრემირმინისტრი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი გახდება.
ეგზიტპოლის მიხედვით, თემთა პალატაში ლიბერალ დემოკრატებს 61 წარმომადგენელი, ნაიჯელ ფარაჯის პარტია Reform UK-ს – 13, ხოლო შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას 10 წარმომადგენელი ეყოლება.
ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი.
“ყველას, ვინც ლეიბორისტული პარტიის კამპანიისთვის იმუშავა, ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ყველას, ვინც შეცვლილ ლეიბორისტულ პარტიას ნდობა გამოუცხადა – მადლობა.” – წერს იგი X-ზე.
ქვეყნის პრემიერმა, რიში სუნაკმა მიმდინარე წლის 22 მაისს გამოაცხადა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.
რიში სუნაკმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წელი ქვეყნის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმესი პერიოდი იყო. მისი თქმით, ქვეყანამ მრავალი გამოწვევა გადალახა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის შედეგად ბრიტანელობა ეამაყება. სუნაკმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კოვიდპანდემიასა და ში მიმდინარე ომზე.