BBC: ისრაელმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა

ისრაელმა დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა. კაცმა ამის შესახებ სიტყვით გამოსვლისას თქვა, როდესაც პირობა დადო, რომ ისრაელის სამიზნე იემენში „ჰუსიტების“ ხელმძღვანელები იქნებიან.
„როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და [ჰასან] ნასრალასთან თეირანში, ღაზაში და ლიბანში, ისე გავაკეთებთ ჰოდეიდასა და სანააში“, – ციტირებს BBC კაცს.
ისმაილ ჰანიე 31 ივლისს თეირანში მოკლეს. „ჰამასის“ წარმომადგენელი ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. „ჰამასმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, თუმცა მკვლელობასთან კავშირს არ აღიარებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს