Banco Santander–ი კონტინენტური ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ბანკი გახდა

Banco Santander–ი კონტინენტური ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ბანკი გახდა
Banco Santander SA-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ გადააჭარბა UBS Group AG-ს, რისი წყალობითაც ესპანური ბანკი ყველაზე ძვირად ღირებული ევროპაში, დიდი ბრიტანეთის გამოკლებით, იტყობინება Bloomberg.
Santander-ის საბაზრო ღირებულება ერთი მესამედით გაიზარდა წლის დასაწყისიდან 91 მილიარდ ევრომდე, ძლიერი ფინანსური მაჩვენებლისა და თებერვალში გამოცხადებული აქციების 10 მილიარდი ევროს გამოსყიდვის პროგრამის წყალობით. UBS-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 17,3%-ით დაეცა და 86 მილიარდ ევრომდე შეადგინა ბანკისთვის კაპიტალის მოთხოვნების მკვეთრი გამკაცრების შიშის გამო.
ევროპის მასშტაბით, ყველაზე ძვირად ღირებულ ბანკად რჩება ბრიტანული HSBC, რომლის კაპიტალიზაცია დაახლოებით 139 მილიარდი ფუნტი სტერლინგია, ანუ დაახლოებით 161,8 მილიარდი ევრო. მისი აქციები წლის დასაწყისიდან 0,5%-ით გაიზარდა.