მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, Goal-მა „ოქროს ბურთის“ პრეტენდეტთა რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვით ლიდერი კვლავ პსჟ-ს თავდამსხმელი უსმან დემბელეა.
გამოცემა წერს, რომ ტურნირზე ტრავმის გამო დემბელემ თამაში გვიან დაიწყო, თავი დიდად ვერ გამოიჩინა, მაგრამ მაინც ფავორიტია. „ჩელსის“ შემტევმა კოულ პალმერმა მხოლოდ სეზონის დასასრულს გაიბრწყინა და მეცამეტე პოზიციაზე დამკვიდრდა.
რაც შეეხება პსჟ-ს გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას, მეცხრე ადგილზეა და გამოცემა წერს, რომ ზედიზედ მეორე სეზონში იქნება საპატიო პრიზის პრეტენდენტთა შორის.
ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება
1. უსმან დემბელე (პსჟ)
2. ლამინ იამალი (ბარსელონა)
3. ვიტინია (პსჟ)
4.. რაფინია (ბარსელონა)
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
6. კილიან მბაპე (რეალი)
7. დეზირე დუე (პსჟ)
8. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
9. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
10. ნუნო მენდეში (პსჟ)
11. პედრი (ბარსელონა)
12. ჰარი კეინი (ბაიერნი)
13. კოულ პალმერი (ჩელსი)
14. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
15. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
16. ვიქტორ დიუკერეში (სპორტინგი)
17. ჟოაო ნევეში (პსჟ)
18. ვინისიუსი (რეალი)
19. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)
20. ბრედლი ბარკოლა (პსჟ)
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
Ballon d’Or 2025: რომელ ადგილზეა პრეტენდენტებში “კვარა”?
