რუსული მედიის ცნობით, Balenciaga-მ მომღერალი ფილიპ კირკოროვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის გამო, შავ სიაში შეიყვანა.
კირკოროვის თქმით, მან Balenciaga-ს ნივთების შეძენა დუბაისა და მონაკოში სცადა, თუმცა ვერ შეძლო.
“ჩემს სტილისტს მონაკოდან დაურეკეს. გოგონა აკანკალებული ხმით ამბობს: „სამწუხაროდ, ბატონ კორკოროვს ნივთებს ვეღარ მივყიდით, რადგან ის მხარს უჭერს რეჟიმს, ის დარჩა რუსეთში და მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინს“, – ამბობს კირკოროვი.
რუსული მედიის ცნობით, მომღერლის ადვოკატი აპირებს Balenciaga-ს სასამართლოში უჩივლოს.