Axios: ტრამპმა პუტინს კონკრეტული ვადა განუსაზღვრა – დეტალები

გამოცემა Axios-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ს ლიდერს, ვლადიმერ პუტინს კონკრეტული ვადები მისცა.
გამოცემის რამდენიმე წყაროს თქმით, ტრამპმა პუტინს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა აპრილის ბოლომდე მისცა.
Axios-ი წერს, რომ ტრამპი პუტინის ყოყმანით უკმაყოფილოა და იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა. წყარო ამბობს, რომ ტრამპს პუტინის განცხადებები “აბრაზებს”.
როგორც Axios-ი წერს, თუ ტრამპის მიერ დაწესებულ ვადამდე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ამერიკის პრეზიდენტი რუსეთს ან დამატებით სანქციებს დაუწესებს და კონგრესს ახალი სასანქციო პაკეტის მიღების მოთხოვნით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ ს პრეზიდენტი დღეს -ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს შეხვდება. უიტკოფი რუსეთში დღეს ჩავიდა.