Axios – დონალდ ტრამპი უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ობობას ქსელით“ აღფრთოვანებულია, მაგრამ ღელავს იმის გამო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას

დონალდ ტრამპი უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ობობას ქსელით“ აღფრთოვანებულია, მაგრამ ღელავს იმის გამო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, – ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსულ აეროდრომებზე დრონების გამოყენებით განხორციელებული შეტევა „საკმაოდ ძლიერი“ იყო.
„საერთაშორისო პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩიუაუა გაცილებით დიდ ძაღლს რეალურ ზიანს აყენებს“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
ამასთან, Axios-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაციის განხილვისას განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმას, სავარაუდოდ, ს პრეზიდენტის, ს მიერ პასუხი მოჰყვება.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შეშფოთებულია, რომ უკრაინის ოპერაცია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მის დიპლომატიურ ძალისხმევას შეაფერხებს.
„ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ჩვენ დეესკალაცია გვსურს. პრეზიდენტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ შესაძლოა, პუტინმა ამას გიჟური პასუხი გასცეს“, – აღნიშნა გამოცემის წყარომ.