Axios – დონალდ ტრამპთან საუბარში ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა, რომ მომდევნო 60 დღის განმავლობაში ის განაახლებს ძალისხმევას უკრაინის რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზებამდე ტერიტორიების ოკუპაციისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დღეს უკრაინის შეიარაღების ახალ გეგმას გამოაცხადებს, რომელიც, სავარაუდოდ, თავდასხმით იარაღს მოიცავს, – ინფორმაციას Axios-ი გეგმის შესახებ ინფორმირებულ ორი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ გეგმა, სავარაუდოდ, შორი მოქმედების რაკეტებსაც მოიცავს, რომლებსაც ს ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებამდე, მათ შორის მოსკოვამდე, მიღწევა შეუძლიათ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არცერთ მათგანს არ ჰქონდა.
„ტრამპი ნამდვილად გაბრაზებულია პუტინზე. მისი ხვალინდელი განცხადება ძალიან აგრესიული იქნება“, – განუცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა Axios-ს.
გამოცემა წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული ხდება იმის გამო, რომ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის სურვილი არ აქვს და რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებზე თავდასხმებს აგრძელებს.
„ერთ-ერთი რამ, რამაც ტრამპი ამ გზით წასვლაში დაარწმუნა, იყო 3 ივლისის სატელეფონო ზარი, რომელშიც პუტინმა ნათლად განაცხადა, რომ ომის ესკალაციას გეგმავდა. პუტინმა მიანიშნა, რომ მომდევნო 60 დღის განმავლობაში ის განაახლებს ძალისხმევას უკრაინის რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზებამდე ტერიტორიების ოკუპაციისთვის, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი პლაცდარმი აქვს“, – წერს Axios-ი.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ „მას მთელი ამ ტერიტორიის აღება სურს“.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის მიერ უკრაინისთვის ევროპული ქვეყნების მეშვეობით გაგზავნილ იარაღი მოიცავდა „ძალიან დახვეწილი სამხედრო აღჭურვილობის სხვადასხვა ერთეულს“, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
მისი თქმით, ძალიან იმედგაცრუებულია პუტინით იმის გამო, რომ ის „კარგად საუბრობს, მაგრამ შემდეგ ყველას ბომბავს“.