Axios – მზადაა უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, რომელსაც აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს

აშშ მზადაა უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, რომელსაც -ის კონგრესი დაამტკიცებს, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ გვსურს, უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც ერთი მხრივ, თავისუფალი მოქმედების აღმნიშვნელი არ იქნება, ხოლო მეორე მხრივ, საკმარისად ძლიერი იქნება. მზად ვართ, ეს კენჭისყრისთვის კონგრესს გადავუგზავნოთ“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
წყაროების ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი იქნება.
„ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი იმით დასრულდება, რომ თავისი ტერიტორიის 80%-ზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, ყველაზე ძლიერ უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს, რაც კი ოდესმე მიუღია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვან აღდგენის პაკეტს მიიღებს“, – აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ცნობისთვის, Axios-ის ინფორმაციით, ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი, ბერლინში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)