ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის არმიამ მთელ ფრონტზე გააძლიერა შეტევითი მოქმედებები

რუსეთის არმიამ „შეტევითი მოქმედებები გააძლიერა მთელს ფრონტზე, თან ის დიდ დანაკარგებს განიცდის“, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ახალ ანგარიშში. სამინისტროს თანახმად, ხელთ არსებული მონაცემები „მიუთითებს რუსეთის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობის განუხრელ ზრდას უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. საკვანძო ფაქტორი, რაც ამას ხელს უწყობს, როგორც ჩანს, არის გრუნტის გაყინვა, რაც ჯავშანტექნიკას ძნელად სავალ რელიეფზე გადაადგილების საშუალებას აძლევს“, ნათქვამია […]

“შენ გამო ვწუხვარ” – მანე ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

აფრიკის თასზე სენეგალმა კამერუნის ნაკრები 3:1 დაამარცხა, მატჩის დასრულების შემდეგ სადიო მანემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გრძნობს თუ არა თავს ნაკლებად დაფასებულად, მას შემდეგ, რაც “ლივერპული” დატოვა. “შენ გამო ვწუხვარ, ფიქრობ, რომ თუ ფეხბურთელი ევროპას დატოვებს, ნაკლებად დაფასებული იქნება? საბედნიეროდ, საუდის არაბეთში ყველაფერი უმაღლეს დონეზეა და თავს მშვენივრად ვგრძნობ, დანარჩენი ნაკლებად მაღელვებს”, – […]

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რამაზ გოგობერიშვილი

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი რამაზ გოგობერიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა. “დიდი ტრაგედია დააყდა თავს რუსთავულ და ზოგადად ქართულ საკალათბურთო სამყაროს. 51 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი, რუსთავული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რამაზ გოგობერიშვილი. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს […]

მეცნიერებმა ირმის ნახტომში უჩვეულო თვისებების მქონე ციური სხეული აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ირმის ნახტომის გალაქტიკაში დედამიწისგან 40 000 სინათლის წელიწადით დაშორებული ახალი ციური სხეული აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენთვის ცნობილ უმძიმეს ნეიტრონულ ვარსკვლავებზე მძიმე და უმსუბუქეს შავ ხვრელებზე მსუბუქია. უცნობი სხეული მკვლევრებმა სამხრეთ აფრიკაში MeerKAT რადიო ტელესკოპით აღმოაჩინეს, როდესაც კოლუმბიის სამხრეთ თანავარსკვლავედში ვარსკვლავების დიდ კლასტერს, NGC 1851-ს აკვირდებოდნენ. ნეიტრონული მკვდარი ვარსკვლავების ბირთვის ულტრამკვრივ ნარჩენებს წარმოადგენს. მიიჩნევა, რომ შავი […]

ახალი წლიდან, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საავადმყოფოებში მკურნალობა მხოლოდ რუსული პასპორტითაა შესაძლებელი

ახალი წლიდან, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურების მიღება მხოლოდ რუსული პასპორტის ქონის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი” ავრცელებს. “წლის დასაწყისიდან ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტის არქონის გამო მკურნალობაზე უარს ეუბნებიან”, – ნათქვამია განცხადებაში. ამჟამად, მკურნალობა მხოლოდ რუსული დაზღვევის მფლობელებს შეუძლიათ, რომლის მიღებაც მხოლოდ რუსული პასპორტის შემთხვევაშია შესაძლებელი. შესაბამისად, […]

ცივი ომი ლაპორტასა და პერესს შორის – ბარსას პრეზიდენტი რეალის ბოსზე განაწყენებულია

Diario Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და “ბარსელონას” მმართველ ჟოან ლაპორტოს შორის ცივი ომი მიმდინარეობს. გამოცემის მტკიცებით, ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციონერებს ურთიერთობა გაუფუჭდათ და კომუნიკაციაც აღარ აქვთ. წყაროს ცნობით, ძალიან ბევრი ელოდა, რომ საუდის არაბეთში გამართულ სუპერთასის ფინალურ ეტაპზე ლაპორტა და პერესი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ინიციატივა არცერთმა მხარემ არ […]

ევროკავშირის მინისტრები ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის მთავარ დიპლომატებს შეხვდებიან

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 22 იანვარს შეხვედრას გამართავენ თავიანთ კოლეგებთან ისრაელიდან, პალესტინის ავტონომიიდან და წამყვანი არაბული სახელმწიფოებიდან. ოფიციალური პირების თანახმად, შეხვედრის საგანია ღაზის სექტორში მიმდინარე ომი და სამომავლო სამშვიდობო შეთანხმება. შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ბრიუსელი უმასპინძლებს, არ არის მოსალოდნელი შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცსა და პალესტინის ავტონომიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელს, რიად ალ-მალიქის შორის. ეგვიპტის, […]

ლატვიიდან საქართველოში ცოცხალი პირუტყვის იმპორტი 97.3%-ით გაიზარდა

BMG-ის ინფორმაციით, 2023 წლის არასრული მონაცემებით, საქართველოსა და ლატვიას შორის 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 50.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, გასული წლის 11 თვეში კი 48.6 მლნ აშშ დოლარს. თუმცა, საანგარიშო პერიოდში, ლატვიიდან გაზრდილია მინისტრის მოადგილის მიერ დასახელებული, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი. გასულ წელს საქართველომ […]

სანქტ-პეტერბურგში წარმოშობით ქართველი 15 წლის რეპერი Baby Melo დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში წარმოშობით ქართველი 15 წლის რეპერი Baby Melo (გოგა მელაძე) კონცერტის შემდეგ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 20 იანვარს პოლიციამ მიიღო საჩივარი, რომ “გიგანტ ჰოლში” არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, საუბრობდნენ ხმამაღლა და უხამსად. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულია 15-18 წლის 23 პირი. მათ აკრძალულ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას, არასრულწლოვანთა მიერ ინტოქსიკაციას, ალკოჰოლური და ალკოჰოლის […]

იაგო ხვიჩია – სინამდვილეში „ქართული ოცნება“ არც პროჩინელია, არც პროამერიკული, არც პრორუსი, არც პროალჟირელი, არც პროქართველი, ისინი არიან ხელისუფლების შენარჩუნებისკენ მყოფი ხალხი

მგონი, ანტიჩინურ განწყობას თვითონ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან ჩხუბისთვის იყენებს,- ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომლის თქმით, ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავისი შეცდომების გამო, შინაარსობრივად პრორუსულია, მაგრამ ხელისუფლებას სინამდვილეში, არავინ ადარდებს. „სინამდვილეში, […]