გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს

რამშტეინის ფორმატში მე-18 შეხვედრის შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემენ Sea King Mk 41 ტიპის ვერტმფრენებს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინა სათადარიგო ნაწილების კომპლექტთან ერთად ექვს მრავალფუნქციურ ვერტმფრენს მიიღებს. გერმანული მხარე ასევე მოამზადებს უკრაინელ სამხედროებს. “Sea King არის გამოცდილი და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების […]
ნახეთ, ვის გაეზრდება ხელფასები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება, თუმცა მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 16 400 000 ლარით გაიზარდა და 109 […]
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებულებს აღენიშნებათ მრავლობითი, ზედაპირული ტრავმები, ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოში ამინდი უარესდება – მოსალოდნელია ძლიერი თოვლი

საქართველოში ამინდი უარესდება – აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი ნისლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდოს.
ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი 2024 წელს ყველაზე ბედნიერები იქნებიან

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს ყველა ოცნების ასრულება შეუძლიათ. ბედი მათთვის რაც შეიძლება ხელსაყრელი იქნება, ამიტომ წარმატებას მიაღწევენ. ლომი წლის დასაწყისში ლომებს შეუძლიათ დადებითი ენერგიით დამუხტვა. ოპტიმიზმი, კეთილგანწყობა და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაში. ვარსკვლავები თან ახლავს თქვენს წარმატებას. კარიერაში ყველაფერი უმაღლეს დონეზე გამოვა, პირად ცხოვრებაში კი ჰარმონიასა და ბედნიერებას იპოვით. სავსებით […]
Jesus Christ Superstar-ის რეჟისორი, ნორმან ჯუისონი გარდაიცვალა

კანადელი რეჟისორი, ნორმან ჯუისონი გარდაიცვალა. ის 97 წლის იყო. ამის შესახებ TMZ-ი წერს. ჯუისონი ავტორია ისეთი პოპულარული ფილმებისა, როგორებიც არის In The Heat Of The Night, Jesus Christ Superstar, Hurricane, Fiddler on the Roof, Moonstruck და The Thomas Crown Affair. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, ჯუისონს არაერთი ჯილდო და ნომინაცია აქვს მიღებული. არის ოსკარის სამგზის ნომინანტი ფილმებისთვის. […]
მიხეილ სააკაშვილის საქმეს, დღეს, საქალაქო სასამართლო განიხილავს

“ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. საუბარია შვიდი ნოემბრის ეპიზოდზე. იგეგმება მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა. ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველის თქმით, პროცესის მიმდინარეობისას გადაწყდება, იქნება თუ არა რაიმე შუამდგომლობა მათი მხრიდან წარმოდგენილი. დაესწრება თუ არა სხდომას თავად ბრალდებული, ეს უშუალოდ პროცესის დაწყებამდე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივად […]
სარფში 128 159 ლარის ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო პუნქტზე 128 159 ლარის ღირებულების 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 128 159 ლარს” […]
დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზში იმარჯვებს, დათვლილია ხმების 81%

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 იანვარს ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზში გაიმარჯვა, რამაც გაამყარა მისი პოზიციები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობისთვის. ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზში დონალდ ტრამპის კონკურენტი აშშ-ს ყოფილი ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი იყო. ამჟამად ხმების 81%-ია დათვლილი, აქედან 54,8% ტრამპის მხარდამჭერია, ხოლო ნიკი ჰეილიმ 43,6% მიიღო. ტრამპმა ნიკი ჰეილის თვითმარქვია უწოდა და თქვა, […]
ანდჟეი დუდამ პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე შეიწყალა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე მაჩიეი ვონშიკი შეიწყალა. 2024 წლის იანვრის დასაწყისში კამისნსკი და ვონშიკი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ე.წ. მიწის საქმეში ძალაუფლების გადაჭარბებისთვის დააკავეს. “გადაწყვეტილება შეწყალების შესაღებ მიღებულია. ორივე მათგანი შეწყალებულია” – თქვა ანდჟეი დუდამ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დუდა დაჟინებით ითხოვდა ყოფილი […]