დღეს ომის ვეტერანის, მაია კაკიაშვილის ოჯახის გამოსახლებაა დაგეგმილი | ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან

მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან თბილისში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში, სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს ელოდებიან. დღეს კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებაა დაგეგმილი. ომის ვეტერანი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ამბობს, რომ გამოსახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ რჩება. “გამიშვებენ, არ მაქვს არსად წასასვლელი, გადამიდებენ, ყველაზე დიდი გადამიდონ 3 თვით და იგივე უნდა განმეორდეს, აქედან გამომდინარე, აზრს ვერ ვხედავ. თუ […]
აღსრულების ბიურომ დღეს ჩანიშნული გამოსახლება გადადო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დღეს ჩანიშნული გასახლება გადადო. მოქალაქეები და აქტივისტები ამ წუთებში შეკრებილები არიან თბილისში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში, საიდანაც კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. ადგილზე შეკრებილები გუშინ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. ომის ვეტერანი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ამბობს, რომ გამოსახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩება. ოჯახის მხარდასაჭერად მივიდნენ ომის ვეტერანები და სკოლის მოსწავლეებიც. გუშინ, […]
ნიუ ჰემფშირში, დემოკრატების პრაიმერიზში ბაიდენმა გაიმარჯვა, რესპუბლიკელების პრაიმერიზში ტრამპმა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში (პრაიმერიზი) გაიმარჯვა. ტრამპის მთავარ კონკურენტს ნიკი ჰეილი წარმოადგენდა. CNN-ის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ხმების 54.6% მიიღო, ხოლო ნიკი ჰეილიმ 43,2%. დამარცხების მიუხედავად, ნიკი ჰეილიმ შიდაპარტიულ კენჭისყრაში მონაწილეობის გაგრძელების პირობა დადო – “რბოლა შორის არის დასრულებისგან. კიდევ ათობით შტატი დარჩა”, […]
თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 2023 წელს რეკორდულად, 19 მლნ ლარამდე გაიზარდა

თბილისში გასულ წელს 2022 წელთან შედარებით, ავტომობილის არასწორად პარკირების გამო დაწერილი ჯარიმების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 19 024 257 ლარი შეადგინა. 2022 წელს – 5 მლნ ლარი იყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2023 წლის ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. შარშან სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში […]
2023 წელს 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 12 772 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 535 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა. ყველაზე მეტი – 3 111 ფაქტი, უკანონო ტყით სარგებლობას ეხება. მათგან 1465 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 922 […]
იენს სტოლტენბერგი მიესალმება თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებაზე

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს. სტოლტენბერგმა ელოდება, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირების პროცედურას უნგრეთი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულებს. „ვილნიუსში NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ მოიწვიონ შვედეთი ალიანსში და შვედეთმა შეასრულა თავისი ვალდებულებები. შვედეთის წევრობა NATO-ს უფრო […]
ისეთ ბეტონის ჯუნგლებად გადაიქცა ბაკურიანი, რომ გვერიდება იქ სტუმრის ჩაყვანა და არ ვარეკლამებთ – ცოტნე ჯაფარიძე

„ისეთ ბეტონის ჯუნგლებად გადაიქცა ბაკურიანი, რომ გვერიდება იქ სტუმრის ჩაყვანა და შესაბამისად არ ვარეკლამებთ“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ ზამთრის კურორტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ტურისტს იქ ვერ წაიყვანენ, სადაც მიაჩნიათ, რომ მისაღები პირობები არ არის. „ბაკურიანს რაც შეეხება, დიდი ხანია ამოღებული გვაქვს […]
„როგორც ბუნებრივი, ასევე თხევადი გაზის ბაზარზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება“ – კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგი დაასრულა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა – ბუნებრივი გაზის საცალო, თხევადი გაზის იმპორტის და საცალო სარეალიზაციო დონეზე. ასევე, დეტალურად შეისწავლა საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ფასწარმოქმნა და მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორი – პროდუქტის თვითღირებულება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2019-2022 წლებში, როგორც თხევადი ასევე ბუნებრივი გაზის (აირისებრ […]
ეს ყოველივე მოაქვს ფეხბურთს – რა მოხდა პირდაპირ ეთერში საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, კუპერის ინტერვიუსას [VIDEO]

სირიის ნაკრებმა აზიის თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ინდოეთს 1:0 სძლია, რითაც ისტორიაში პლეი-ოფის საგზური პირველად მოიპოვა. სირიელებს ამჟამად საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჰექტორ რაულ კუპერი მოძღვრავს. მატჩის შემდეგ მასთან ერთად ინტერვიუს დროს ამ ისტორიული წარმატების გამო სირიელმა თარჯიმანმა და ჟურნალისტმა ემოციების შეკავება ვერ შეძლეს.
გასული წელი მეღვინეებისთვის ყველაზე ცუდ წლად შეიძლება ჩაითვალოს – Burka’s wine

კახეთში, ყვარელში მდებარე მარანი Burka’s Wine ტურისტული ობიექტის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან მარნის თანადამფუძნებელმა, ფარნაზ ბურკიაშვილმა განაცხადა.