აწყური-ვალეს მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აწყური-ვალეს მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კრიტიკის შემდეგ, მიშელმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა
კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. “ევროპულ არჩევნებში კანდიდატი არ ვიქნები. მთელს ჩემს ძალისხმევას ამჟამინდელ მოვალეობებს მივუძღვნი… არ მინდა ამ გადაწყვეტილებამ ჩვენი მისიიდან ყურადღება გადაგვატანინოს, ამ ინსტიტუტსა და ჩვენს ევროპულ პროექტს ძირი გამოუთხაროს, ან ის გამოიყენონ ევროპული საბჭოს გასახლეჩად, რომელმაც, ჩემი აზრით, ევროპის ერთიანობისთვის დაუღალავად უნდა იმუშაოს”. – დაწერა […]
“ბიზნესებს ურჩევნიათ, ხელშესახებ ტექნოლოგიებში დახარჯონ ფული, და არა – კიბერშემთხვევების პრევენციაში” – გიორგი იაშვილი
როგორც კიბერუსაფრთხოების მართვის კომპანია Cyper Trust-ის დამფუძნებელი გიორგი იაშვილი BMGDrive-ის ეთერში ქართული ბიზნესების კიბერუსაფრთხოების ტენდენციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიები მხოლოდ მომხდარი ინციდენტების შემდეგ იღებენ შესაბამის ზომებს და არა – მათი პრევენციისთვის. “ქართული კომპანიების დამოკიდებულება შეგვიძლია ასე შევაფასოთ: პოსტ-ინციდენტურ პერიოდში, ანუ მას შემდეგ, რაც კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე ინციდენტი შეემთხვევათ, ბიზნესი ძალიან მონდომებულია და სურს, საკონსულტაციო […]
მეუფე შიო: რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია
რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, უფალთან შეხვედრა გარდაუვალია, “ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ამ შეხვედრისთვის მზადება…” „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა […]
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქვეყნის დატოვებას პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტით ცდილობდა. როგორც ცნობილია, დაკავებული სხვა რამდენიმე დანაშაულშიც ფიგურირებს.
მეუფე იაკობი: გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – ჩვენთან თუ რაიმე ცუდია გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა „ჭკვიან ხალხს მიმართა ეკლესიასთან გონივრულად იყვნენ”. „ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ვერ მოერევით. მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე „რუსული”, „რუსული”, „რუსული” გადახედოს […]
დააკავეს წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე – რა დეტალები ხდება ცნობილი?
სამართალდამცავებმა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე, ამირან ნაჭყებია დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, დაკავებულმა პოლიციელებმა ოპერატიული შესწავლის მიზნით რუსეთის მოქალაქე აიყვანეს, რომელზეც ნარკოტიკებთან დაკავშირებით ეჭვი არსებობდა. არსებული ცნობით, ბრალდებულმა პოლიციელებმა მოქალაქის სახლი მოსამართლის განჩინების გარეშე გაჩხრიკეს. რუსეთის მოქალაქის თქმით, მას წყნეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ქრთამის სახით 3 500 დოლარი […]
“გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი – უბრალოდ, დამარცხდებით” – მეუფე იაკობი
ნინოობასთან დაკავშირებით, მომლოცველები ბოდბეში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ. საზეიმო წირვა მეუფე იაკობმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა. “ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს – ამ დიდ დღესასწაულს. ჩვენი დიდი დედის, წმინდა ნინოს ხსენებას. ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, იმიტომ რომ კლდესა ზედა დავაფუძნო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო. ვერ მოერევით. მოკლე ისტორიული […]
მტკნარი ტყუილია, რა ინფორმაციაც მიეწოდა ევროსტრუქტურებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან – მიხეილ სარჯველაძე “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე”
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს” ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროსტრუქტურებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. “პოლიტიკოსები არიან ის ხალხი, რომელიც, რეალურად, არასამთავრობო სექტორის სტატუსით, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს. სადაც აუცილებელია, რომ შეფასდეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები პროფესიონალურად და არ იყოს ეს დამოკიდებული მიკერძოებულ აღქმებზე, აი იქ, სამწუხაროდ, რეალურად ბევრი რამ ყალბდება. […]
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება – ჯანდაცვის სამინისტრო
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს. „საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის […]