კეკელიძეზე დაკავებულთა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღმკვეთი ღონიძისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართეს. ინფორმაციას ტაბულას ადვოკატი გურო იმნაძე უდასტურებს. ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის […]
ფლანგვის დეტექტორი: თბილისში გასულ წელს ჩატარებული 12 სხდომა დეპუტატებმა 106-ჯერ გააცდინეს
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2023 წელს ჩატარებული თბილისის საკრებულოს 12 სხდომა დეპუტატებმა 106-ჯერ, ქუთაისში 34 სხდომა 173-ჯერ, ხოლო ფოთში 13 სხდომა 70-ჯერ გააცდინეს. მათივე ცნობით, გაცდენის მაჩვენებლებით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ლიდერობენ, რომლებმაც თბილისში სხდომები 65-ჯერ, ქუთაისში 141-ჯერ, ხოლო ფოთში 45-ჯერ გააცდინეს. ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ თბილისში ჩატარებული 12 სხდომიდან 10-10 გააცდინა სოფო ჯაფარიძემ და ირაკლი ეძგვერაძემ, […]
თეონა აქუბარდია – „ქართულმა ოცნებამ” ცივი ომი გამოაცხადა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ
“ქართულმა ოცნებამ” ცივი ომი გამოაცხადა პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა. კერძოდ ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ მიესალმა საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა ამავდროულად მწუხარებას გამოთქვამს, რომ „შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“. „პრეზიდენტი სამართლებრივი სივრციდან გაიყვანეს. […]
ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება და მასთან ერთად ლენინგრადის გათავისუფლების 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს საბჭოს სხდომას გამართავენ, სადაც 2024-2026 წლების გეგმებს განიხილავენ და 2021-2023 წლების შედეგებს შეაჯამებენ. რუსეთისა […]
აწყური-ვალეს მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აწყური-ვალეს მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.
ხაშურში არასწულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ხაშურში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან რადიო თავისუფლებას მისწერეს, რომ არასრულწლოვანი უსაფრთხო გარემოში იმყოფება და მასთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ. „გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად გაგრძელდება შემდგომი ღონისძიებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვის გათვლისწინებით“, – აცხადებენ სააგენტოში.
უკრაინამ დაადასტურა ტყვეთა 65 კაციან სიაში უკრაინელ სამხედროთა ყოფნა. მათ გასაცვლელად ამზადებდნენ
სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო ცენტრმა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს, პარასკევს დაადასტურა, რომ რუსული მხარის მიერ ადრე გამოქვეყნებული 65 ადამიანის სია შეიცავს უკრაინის სამხედრო ტყვეების სახელებს. სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, გამოაქვეყნა უკრაინელი პატიმრების სია, რომლებიც, მისი მტკიცებით, თვითმფრფინავში იმყოფებოდნენ. იგივე სია გამოაქვეყნა, კერძოდ, უკრაინელმა ბლოგერმა […]
16 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულ 51 წლის კაცს ბრალს დღეს წარუდგენენ
სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენამდე, 51 წლის კაცს ინტერესების დამცველი მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს. როგორც ადვოკატი ამბობს, საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობია. “საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე დამეწერა ახლა. შესაბამისად, ბრალის წარდგენის დროს გადმომეცემა სრულად საქმის მასალები […]
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის – “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 0.13%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.80 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.86 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში “საქართველოს […]
16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს – სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც უწყებაში განმარტავენ, 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები: 1.პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა 2.სხვა გლაუკომა 3.ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები 4.ბადურის გახლეჩები ჩამოცლის გარეშე 5.პირველადი დახურულკუთხიანი […]