გერმანიაში რკინიგზის მემანქანეებმა გადაწყვიტეს ვადაზე ადრე შეწყვიტონ გაფიცვა

გერმანიაში რკინიგზის მემანქანეთა პროფკავშირი (GDL) დათანხმდა დაწყებული მასობრივი გაფიცვის ვადაზე ადრე დასრულებას, რაც ნიშნავს, რომ მემანქანეები სამუშაოს დაგეგმილზე ადრე დაბრუნდებიან. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება. 23 იანვარს გერმანიაში სატვირთო მატარებლების მემანქანეებმა შეწყვიტეს მუშაობა, ხოლო 24-ის ღამეს მათ შეუერთდნენ სამგზავრო მატარებლების მემანქანეები. მემანქანეები სამუშაო საათების რაოდენობის 38-დან 35-მდე შემცირებას და ასევე ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გერმანიის სარკინიგზო […]

“ბარსა” მთლად წახდა – სახლში 5 გოლი გაუშვა და დამარცხდა

ლა ლიგის 22-ე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ვილიარეალთან“ 3:5 დამარცხდა. „ბარსა“ ჯერ 0:2-ს აგებდა, შემდეგ 3:2 დაწინაურდა, ბოლოს 3 გოლი გაუშვა და წააგო. „ბარსელონას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 44 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „რეალს“ 10 ქულით ჩამორჩება და 31 იანვარს „ოსასუნას“ უმასპინძლებს. ბარსელონა – ვილიარეალი 3:5 გოლები: 0:1 მორენო (41), 0:2 ახომაში (54), 1:2 […]

მედიის ცნობით, გერმანიაში მატარებლის მემანქანეების გაფიცვა ვადაზე ადრე დასრულდება

გერმანიაში მატარებლის მემანქანეების გაფიცვა ვადაზე ადრე დასრულდება. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს. მედიის ცნობით, პროფკავშირმა და რკინიგზის ოპერატორმა მოლაპარაკებები გამართეს, რის შემდეგაც მატარებლის მემანქანეებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ სამსახურში დაბრუნებას ორშაბათს, დღის 14:00 საათზე, სატვირთო მატარებლების მემანქანეებმა კი გაფიცვა კვირას, საღამოს 18:00 საათზე უნდა დაასრულონ. „მოლაპარაკებები საბოლოოდ სწორ გზაზეა. ჩვენს თანამშრომლებს აქვთ ხელფასების ზრდის პერსპექტივა“, – განაცხადა […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – მსოფლიოში ბევრს არაფერი უსწავლია ჰოლოკოსტიდან – არიან ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენს ზრახვებსა და შესაძლებლობებს, სრულ გამარჯვებას მივაღწევთ

ჰააგის სასამართლოს მიერ ისრაელისთვის გენოციდში ყალბი ბრალდებების განხილვა აჩვენებს, რომ ჰოლოკოსტის გაკვეთილები ნასწავლი არაა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 27 იანვარს, ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს, გამართული პრესკონფერენციის დროს ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი არასდროს დაივიწყებს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას, სისასტიკეს და გატაცებებს. “არასდროს ვაპატიებთ იმას, რაც ჰამასის მონსტრებმა ჩვენს შვილებს გაუკეთეს”,- დასძინა მან. ისრაელის […]

კირილ ბუდანოვი “ილ-76”-ის ჩამოვარდნაზე – თუ ეს ისე მოხდა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ რატომ აგრძელებს ცხედრების დამალვას? მათ ხომ ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ: “ნახეთ, უკრაინელები მკვლელები არიან”, მაგრამ არაფერი არ არის

“ილ-76”-ის სიტუაცია გაურკვეველია, რუსეთი ცხედრებს არ აჩვენებს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლომდე პასუხის გაცემა, რა მოხდა, არცერთ მხარეს არ შეუძლია. “სამწუხაროდ, უნდა მოვახდინოთ კონსტატაცია, რომ არცერთ მხარეს არ შეუძლია ბოლომდე პასუხის გაცემა, თუ რა მოხდა იქ. რუსეთის პოზიცია გასაგებია – ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი […]

toro: ახლა საბას დროა – საზონოვმა “ტორინო” გადაარჩინა და ერთ-ერთი გმირი გახდა

„კალიარისთან“ მოგებულ გასვლით მატჩში (2:1) შეცვლაზე შესულმა „ტორინოს“ მცველმა საბა საზონოვმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და toro აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი გმირი გახდა. გამოცემა წერს, რომ ალესანდრო ბონჯორნო დისკვალიფიკაციის გამო 4 თებერვალს „სალერნიტანასთან“ შეხვედრას გამოტოვებს, თავის გამოჩენის შანსს საზონოვი მიიღებს და მისი დრო დადგა. საბა „ტორინოში“ გასული წლის აგვისტოში გადავიდა და გუშინ ნამატჩევს კომენტარი იტალიურად […]

ირანში 9 პაკისტანელი მოკლეს, პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო ტერიტორიაზე, სარავანში ცხრა პაკისტანელი მუშა მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიასა და პაკისტანის ელჩზე დაყრდნობით წერს. “ღრმად შოკირებული ვართ სარავანში ცხრა პაკისტანელის შემზარავი მკვლელობით. საელჩო სრულ მხარდაჭერას გაუწევს დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ მოვუწოდეთ ირანს, გააგრძელოს სრული თანამშრომლობა ამ საკითხთან დაკავშირებით”. – წერს მუჰამედ მუდასირ ტიპი სოციალურ ქსელ X-ზე. […]

როსტოვის სასამართლომ ჯარისკაცს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფრონტზე თანამებრძოლის მკვლელობისთვის

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სასამართლომ ძალაში დატოვა როსტოვის გარნიზონის სასამართლოს განაჩენი კონტრაქტორ ბორის ბადმაევის მიმართ, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი სხეულის მძიმე ზიანის მიყენებაში. “კავკაზ.რეალიის” ცნობით, გასული წლის იანვარში მან დონეცკის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯერ სცემა და შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრა თავისი თანამებრძოლი. როგორც სასამართლომ დაადგინა, ბადმაევმა დაზარალებულს მისდამი “შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების“ გამო რამდენჯერმე დაატყა ხელი სახეში და […]

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული ნალექის გამო, ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, მოსული ნალექის გამო, შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი დაიყარა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გზები გაიწმინდა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე, წყნეთი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე და სოფელ ახალდაბაში. „დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის, შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, […]