თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა

მოსული ნალექის და ყინვის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში და დილის საათებში ტექნიკური მარილი იყრებოდა.
ცენტრალური და შიდა გზები გაიწმინდა: ოქროყანაში, წავკისში, შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, ასევე, წყნეთი-თბილისისა და წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზებზე, სოფელ ახალდაბასა და ბეთანიაში.
საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა