ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისის საავადმყოფოებთან, ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

უკვე 115-ე დღეა, ახლო აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობს. ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისის საავადმყოფოებთან. მძიმე შეტაკებები იყო ნასერისა და ალ-ამალის კლინიკების მახლობლად. სამხრეთ ლიბანში ისრაელის არმიამ ჰეზბოლას სამიზნეები დაბომბა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა ჯგუფმა გახსნა საპასუხო ცეცხლი. ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს, კერემ შალომის გადასასვლელის გავლით, ღაზაში შესვლის უფლება არ მისცეს ებრაელმა დემონსტრანტებმა და […]

უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა

ომი გრძელდება უკრაინაში – საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, ბალისტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაშავდა 2 ადამიანი. 28-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება, აფეთქებები იყო პოლტავის ოლქშიც. შედეგად, დაზიანდა საწარმოო ობიექტი. ამავე დროს, NATO-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ალიანსმა და შეერთებულმა შტატებმა […]

იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

თავდასხმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე – არის მსხვერპლი. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით, BBC წერს, რომ დაღუპულია 3 ამერიკელი ჯარისკაცი, დაშავდა 25. თავდასხმა, სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ბაზაზე, დრონებით მოხდა. ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია იუწყება, რომ 7 ოქტომბრიდან, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ. […]

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება ვერ ახერხებდა, სადაც 90-ამდე ადამიანი იმყოფებოდა. „ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის […]

თურქეთში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო – სამართალდამცავებმა 47 ადამიანი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ ორი შეიარაღებული პირი დააკავა, რომლებმაც სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნეს და ერთი ადამიანი მოკლეს, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. მისი თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე რეიდები განახორციელა და 47 ადამიანი, მათ შორის […]

ლოიდ ოსტინი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე – პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და ყველა საჭირო ზომას მივიღებთ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებულია თავდასხმის გამო, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედებდნენ. „ლოცვებში ვიხსენიებ მამაც ამერიკელებს და მათ ოჯახებს. თავდაცვის მთელი უწყება გლოვობს მათ დაკარგვას“, – აცხადებს ოსტინი. მან თავდასხმაში ირანის […]

ბრიუსელი უნგრეთის ეკონომიკას დარტყმის მიყენებით ემუქრება, თუ ვიქტორ ორბანი უკრაინის დახმარებას ვეტოს დაადებს

ევროკავშირი მზად არის, დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი, 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე ვეტოს დაადებს უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, – ამის შესახებ გამოცემა The Financial Times-ი წერს. „ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევას და ინვესტორების ნდობის მოშლას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს კიევის […]

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია ანკარაში შუა დერეფნის საერთო კრებას დაესწრო

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრებს დაესწრო. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურის და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს, ასევე 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა. […]

“როგორ “მივუყვანე” ქმარს “კაცი” სახლში” – დოდოს დღიურიდან

დოდოს დღიურიდან: როგორ “მივუყვანე” ქმარს “კაცი” სახლში მაშინ 21 წლის ვიყავი და ქალაქ ტყიბულის სოფელ კურსების საშუალო სკოლაში ვმუშაობდი პიონერხელმძღვანელად. ქუთაისში გათხოვილი ვიყავი! წელიწადის ეს დრო იყო და ტყიბულში ღონისძიებაზე ბავშვები მყავდა წაყვანილი, საღამოს მატარებელს გამოვყევით, ბავშვები კურსების ბაქანზე ჩამოვსვი და მე გზა გავაგრძელე. როგორც კი ბავშვები ჩავიდნენ ორი ტიპი მომისკუპდა: ერთი გვერდით და მეორე […]

“გეხვეწებით, გემუდარებით, თუნდაც ერთი ლარი მაინც გადარიცხეთ” – ლორთქიფანიძე

აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილს ურო რომ არ მოხვედროდა და თავდადებულ ადამიანებს მარინა ხატიაშვილის ბინაში ბარიკადები რომ არ აღემართათ, ამ დღეებში სამ ოჯახს, მკაცრი ზამთრისა და ყინვის მიუხედავად, ქუჩაში გამოყრიდნენ. ურომ და ბარიკადებმა აჩვენა გამომძალველებისა და თაღლიღების დამცველ სისტემას, პოლიტიკურ კლასს, რომ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით ვერ წარიმართება, ხანდახან ხალხსაც, მცირე სოციალურ ჯგუფებსაც შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა […]