ჯო ბაიდენი: მექსიკის საზღვარს დღესვე დავხურავ, თუ ამაზე კონგრესი დამთანხმდება

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ის მზადაა აშშ-მექსიკის საზღვარი დღესვე დახუროს, თუ ამაზე კონგრესი დათანხმდება. ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული გეგმა გულისხმობს აშშ-მექსიკის საზღვრის დახურვას იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევები ერთ დღეში 4 000-ს გადააჭარბებს. გეგმის მიხედვით, საზღვრის დახურვის უფლება აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტს მიენიჭება, თუმცა გადაუდებელ შემთხვევაში საზღვრის დახურვის უფლება პრეზიდენტსაც ექნება. ბაიდენის თქმით, […]

(რ) გალტ & თაგარტმა FMCG ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა

29 იანვარი 2024 – გალტ & თაგარტმა სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევა წარადგინა, სადაც ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალია გაანალიზებული. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის მოთამაშეები, ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ამასთან, კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ რეგიონის ქვეყნების FMCG ბაზრის წარმომადგენლები, რომელთაც ბაზრის მოთამაშეებს რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციები გაუზიარეს. კვლევის […]

ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები ბათუმიდან მოსკოვში 2 აპრილიდან განხორციელდება. რაც შეეხება ფრენების სიხშირეს, ის კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. აპრილის თვისთვის, ფრენის ფასი 831 ლარიდან იწყება. აქვე აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან ფრენებს როგორც მოსკოვის, ასევე სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ახორციელებს.

პოლონეთში 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შაბათს დილით, ვროცლავის ცენტრში, ორმა უცხოელმა 21 წლის მამაკაცი სახიფათო იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ სცემა. ვროცლავის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქართველოს დაკავებული მოქალაქეები 23 წლამდე ახალგაზრდები არიან.

დავით კირკიტაძე – კობახიძე რამის გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია

რომ შეგერჩია ადამიანი, რომელიც რამის გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია ეკონომიკის მიმართულებით, კობახიძე საუკეთესო იქნებოდა – მისი პოზიციაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ეს დამღუპველია, რადგან ყველაფერი პირიქითა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. მისი თქმით, არათუ ეკონომიკაზე, არამედ ქვეყანაში […]

პაატა მანჯგალაძე – მორიგ ფასადურ ცვლილებას გვთავაზობენ

ბიძინა ივანიშვილი ერთობა – ველოსიპედს უკან ღარიბაშვილი მიუჯდება და წინ გადმოჯდება კობახიძე, ეს თამაში სჭირდება საარჩევნოდ, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს ახალი ცოცხი უკეთ გვის, მაგრამ კობახიძე ძველი ცოცხია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის […]

აღმოსავლეთ პარტნორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა – ველით, რომ პარლამენტი შექმნის ეფექტურ სამუშაო ფორმატებს, რომლებშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო სექტორის ჩართულობა

საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიმდინარე წელი არის შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ 2024 წლის ბოლოს ქვეყანა გადავიდეს გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე, – ამის შესახებ განცხადებას აღმოსავლეთ პარტნორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. პლატფორმა მიესალმება „9 პირობის/დათქმის“ შესრულების ახალ ეტაპზე გადასვლას. საქართველოს ეროვნული პლატფორმა იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი შექმნის ეფექტურ სამუშაო ფორმატებს, […]

მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, ოთხ შეფუთვად დაფასოებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 1403.28 გრამი) გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14 2418.84 ლარი შეადგინა. ინფორმაციის თანახმად, საქმის […]

„გალტ & თაგარტმა“ FMCG ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა

„გალტ & თაგარტმა“ სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევა წარადგინა, სადაც ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალია გაანალიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის მოთამაშეები, ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ამასთან, კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ რეგიონის ქვეყნების FMCG ბაზრის წარმომადგენლები, რომელთაც ბაზრის მოთამაშეებს რეგიონის ქვეყნებში […]

ნინო ჩხობაძე – სამოქალაქო სექტორი მარტო პლატფორმით ვერ შემოიფარგლება, მიუხედავად იმისა, რომ მე წარმოვადგენ პლატფორმას, სამოქალაქო სექტორი უფრო დიდია და მისი უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღებისას

სამოქალაქო სექტორი მარტო პლატფორმით ვერ შემოიფარგლება, მიუხედავად იმისა, რომ მე წარმოვადგენ პლატფორმას, სამოქალაქო სექტორი უფრო დიდია და მისი უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღების დროს,- ამის შესახებ “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ პარლამენტში, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჩხობაძის თქმით, მათი დაჟინებული მოთხოვნაა სამუშაო ჯგუფების […]