თბილისი უკრაინაში საარჩევნო უბანს არ გახსნის | არჩევნები 2024

26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი უკრაინაში არ გაიხსნება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ არჩევნები არ ჩატარდება იმ ქვეყნებში, სადაც “პოლიტიკური [არასტაბილურობა] თუ საომარი ვითარებაა”. ამის მიუხედავად, უბანი გაიხსნება ისრაელში, ქალაქ რამათ-განიში. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა პრინციპით იხელმძღვანელა სამინისტრომ, როცა უკრაინაში უბნის გახსნაზე უარი თქვა, ასევე ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში მყოფ ისრაელში კი უბნის გახსნა […]
წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა – გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წალენჯიხაში არსებულ ვითარებაზე წერს. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი თვითმმართველობა არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხს და მოსახლეობას. მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის, გახარიას და ლელოს მმართველობაში მოშვების შედეგი. “ენა არ მომიბრუნდება არასდროს, რომ საკუთარ […]
მერაბ დვალიშვილი: თუ ომალს რემატჩი უნდა, ის მას მიიღებს

15 სექტემბერს გამართული UFC-ის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ, მერაბ დვალიშვილის მიერ (18-4) დამარცხებული ამერიკელი მებრძოლი, შონ ომალი (18-2) სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობის დაკარგვას ვერ ეგუებდა და სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ბრძოლა მან მოიგო. ქართველმა “მანქანამ” პასუხიც არ დააყოვნა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, მერაბი ყოფილ ჩემპიონს, რევანშის საშუალებას აძლევს: “გავიგე, ომალი ფიქრობს, რომ ბრძოლა მოიგო […]
რუსეთის არმია დონეცკის ქალაქ მირნოგრადისკენ გაჭრას ცდილობს- DeepState

ანალიტიკურ ცენტრ DeepState-ის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 26 სექტემბრის მონაცემებით მოახერხეს წინსვლა დონეცკის ოლქის 4 დასახლებული პუნქტის: უგლედარის, ნიკოლაევკის, კრუტოი იარისა და კრასნი იარის მიმართულებით. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, საბრძოლო მოქმედებათა რუკის მიხედვით აგრესორს ორი კილომეტრი აშორებს პოკროვსკის რაიონის ქალაქ მირნოგრადს. ამგვარი განვითარებით, ქალაქი უგლედარი დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან რუსეთის არმიის პოზიციებს შორის არის მჭიდროდ […]
უცხოეთში ქართული ბარათებით წელს 6.3 მლრდ ლარი გადაიხადეს

აგვისტოში ქართული საბანკო ბარათებით 91 246 290 ოპერაცია შესრულდა, მათ შორის 5 953 269 ოპერაცია უცხოეთში. ეროვნული ბანკის აგვისტოს თვის მონაცემებით, საზღვარგარეთ ქართული ბარათებით 849 609 000 ლარის ოპერაციები განხორციელდა, რაც 181 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 8 თვეში კი, რეზიდენტი ბანკების ბარათებით უცხოეთში 6.3 მლრდ ლარის ოპერაციაა შესრულებული. ცნობისთვის, აგვისტოს მდგომარეობით […]
„საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობა ბოლო წლებში იზრდება“ – ლევან დავითაშვილი

„ვფიქრობ, რომ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ცნობადობა ბოლო წლებში იზრდება და ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი ისიც არის, რომ მსოფლიო ტურიზმის დღე წელს აქ აღინიშნება. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს ტურიზმის მნიშვნელობას, იკრიბებიან სექტორის ლიდერები, ტურიზმის ექსპერტები, ინდუსტრიის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ტურიზმის დარგში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობენ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა […]
ბლინკენის მრჩეველი ხსნის, რატომ შეამცირა ვაშინგტონმა ურთიერთობები „ოცნებასთან“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველი, ტიმ სალივანი ხსნის, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პრემიერ ირაკლი კობახიძეს ნიუ-იორკში არ შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ შიდა არენაზე ანტი-დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის გამო. სალივანის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, რომელიც ხშირად უსვამს კითხვებს სახდეპის წარმომადგენლებს საქართველოს თაობაზე. „გარკვეული დროა, შეშფოთებული ვართ ტრაექტორიით, რომლითაც „ოცნებას“ მიჰყავს ქვეყანა, შორს იმისგან, რაც, როგორც ვიცითი, […]
“ბიჯოოო, ნაცების მთელი ზონდერბრიგადა ქოც ხელისუფლებაში ზიხართ და ვიღას მობრუნებასე გველაპარაკებით?” – ფოფხაძე

კოლექტიურ ნაცებს ეძახის საქოცეთი ოპოზიციას, არა და გადავხედე მაგათ სიას და ყველაზე მეტი ნანაცარი, თან ყოფილი ნაც-ზონდერი თავად უზით სიაში.. გუშინწინ მადამ ბოჭორიშვილი გვიკითხავდა ლექციას ნაცების საშინელებებზე და გვაშინებდა ნაცების მობრუნებით.. უკაცრავად და მადაამ, თქვენ ის ბოჭორიშვილი არა ხართ, ბელგიაში, საქართველოს საელჩოში რომ, “მოღვაწეობდით”?.. აბა ახლა მე მკითხეთ თქვენი ნაცობის ამბავი და თანაც ნაც ზონდერობის?… […]
ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილე ტურიზმის მინისტრებთან შეხვედრები გამართა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სხვადასხვა ქვეყნების ტურიზმის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრებს ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის […]
რომან დოლიძე მორიგ ბრძოლას UFC307-ზე გამართავს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე (13-3), თავის მორიგ შეხვედრას UFC307-ზე გამართავს. მისი მეტოქე საშუალო წონის (84 კგ) ამერიკელი მებრძოლი, კევინ ჰოლანდი (26-11) იქნება. რომანს ამ ბრძოლამდე ამერიკელი გამოცდილი მებრძოლი, ენტონი სმიტი (38-20), მსაჯების გადაწყვეტილებით ჰყავს დამარცხებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რომანი ორ დივიზიონში იბრძვის და წინა გამარჯვება სწორედ ქვემძიმე წონაში (102 კგ) აქვს მოპოვებული. რომან […]