„საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს“ – ზურაბ პოლოლიკაშვილი

„საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს“ – ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას აფასებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი. გენერალური მდივნის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნას დიდი […]
დიტო საძაგლიშვილი: თსუ-ის ფაკულტეტმა არ ისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება

იურისტი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს. “მრავალი წელია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. დღეს შემთხვევით გავარკვიე რომ ცხრილში ჩემი სახელი აღარ არის შეტანილი, ანუ ფაკულტეტმა არ ისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება, ისე რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ საერთოდ”, – ამბობს ის. […]
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის “სამართლიან მშვიდობას“ ემხრობა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინისთვის” სამართლიან მშვიდობას“ ემხრობა. თუმცა თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ როგორ შეთანხმებას მიიჩნევს სამართლიანად. “ჩვენ ორივეს გვინდა, რომ ეს დასრულდეს და ორივეს გვინდა სამართლიანი შეთანხმება. ის სამართლიანი უნდა იყოს. და მე ვფიქრობ, რომ საჭირო დროს ეს მოხდება “, – განაცხადა შეხვედრის […]
Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“

Edison Research-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანხმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32%-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა, 20% არჩევნებზე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, 11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“, 11,9 % „გახარია- საქართველოსთვის“ მხარდამჭერი იქნებოდა, ხმათა 9,9% „ძლიერმა საქართველომ“ მიიღო. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი […]
ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დასრულდა – რა თქვეს მხარეებმა

ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მათ საერთო პრესკონფერენცია გამართეს. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ მშვიდობას მოიაზრებს იგი სამართლიანად. მან ისიც თქვა, რომ ომის მალე დასრულება შეუძლია. ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ უკრაინაში უამრავი ადამიანი დაიღუპა და ბევრი […]
დონალდ ტრამპი – მეც და ზელენსკის ორივეს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა გვსურს

მეც და ზელენსკის ორივეს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა გვსურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მედიასთან გამართულ საუბარში განაცხადა. „ბევრი რამ გავიგე, მაგრამ, ვფიქრობ, არ შევცვლილვარ იმ მხრივ, რომ ორივეს გვსურს ამის [ომის] დასრულება და ორივეს გვსურს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, ის სამართლიანი უნდა იყოს და, ვფიქრობ, ის სწორ დროს […]
ანა კობახიძე – სხვადასხვა ნომრიდან რეკავენ საარჩევნო ოლქების “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებთან, თითქოს მე ვავალებ სხდომებზე ჩხუბის ატეხასა და ხმაურს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ოპოზიციიდან, ანა კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომ საოლქო კომისიის წევრებს მისი სახელით ურეკავენ და სხვადასხვა დავალებას აძლევენ. ანა კობახიძის თქმით, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა. “სხვადასხვა ნომრიდან რეკავენ საარჩევნო ოლქების “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებთან და ეუბნებიან, რომ რეკავენ ჩემი დავალებით. მათ ეუბნებიან, თითქოს მე ვავალებ სხდომაზე ჩხუბის ატეხვას და უმიზეზო ხმაურს. ეს არის სრული […]
ბათუმში, საპარკინგე სივრცეში მანქანის გაჩერების გამო ჩხუბის ნიადაგზე, მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

ბათუმში შუა ხნის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. ცნობისთვის, ბათუმში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და ჩვენს ტერიტორიაზეა

სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და ჩვენს ტერიტორიაზეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა. „ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ხალხის ძალა, რა თქმა უნდა, მშვიდობასთან დაგვაახლოებს. სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, იმდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა ხალხისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს და […]
პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა „Edison Klassiek“-ის დებიუტანტთა ჯილდო მოიგო

ქართველმა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა ნიდერლანდური დაჯილდოების, „Edison Klassiek“-ის ჯილდო მოიპოვა. როგორც თავად გიგაშვილი წერს, მას დებიუტანტთა პრიზი გადაეცა, პირველი ალბომისთვის Meeting My Shadow („ჩემს ჩრდილთან შეხვედრა“). „Edison Klassiek“ ნიდერლანდური მუსიკალური ფესტივალია.