“24 საათი ვინც წერს ოჯახის სიწმინდეზე ე.ი ზუსტად მანდ აქვს პრობლემები და ფუთავს” – ირაკლი ლატარია

24 საათი ვინც წერს: ოჯახის სიწმინდეზე, სისპეტაკეზე, სიმშვიდეზე, ცოლ ქმრის იდეალურ სიყვარულზე, დედმამიშვილების გიჟურ პატივისცემაზე და ა.შ – ე.ი ზუსტად მანდ აქვს პრობლემები და ფუთავს – ფუთავს და ვერ შეფუთავს!!! წერტილი!!!
„გაზპრომი“ 100 უმსხვილეს რუსულ კომპანიას შორის აღარ არის

Forbes-ის ინფორმაციით, წმინდა მოგების მიხედვით, უმსხვილესი რუსული კომპანიების ყოველწლიურ რეიტინგში, 2023 წლის ლიდერმა – „გაზპრომმა“ არამხოლოდ დაკარგა თავისი პოზიცია 2024 წელს, არამედ, ტოპ ასეულშიც ვეღარ მოხვდა. პირველად 25 წლის მანძილზე, „გაზპრომმა“ 2023 წელი 629 მილიარდი რუბლის ზარალით დახურა, ხოლო ერთი წლით ადრე მისმა მოგებამ 1,23 ტრილიონი რუბლი შეადგინა. კომპანიის შიდა ანგარიშის მიხედვით, მომდევნო ათი წლის […]
“ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია” – მამუკა ხაზარაძე ენგურის ხიდზე

“ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია” – მამუკა ხაზარაძე ენგურის ხიდზე “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ენგურის ხიდთან, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს კიდევ ერთხელ მიაგო პატივი, ჟურნალისტებთან, განაცხადა: “დღეს ჩვენ მოვედით ენგურის ხიდთან, რათა გავიხსენოთ ის ტრაგედია, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც […]
ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილე ტურიზმის მინისტრებთან შეხვედრები გამართა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სხვადასხვა ქვეყნების ტურიზმის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით იმართება. შეხვედრებს ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მალაიზიის ტურიზმის, ხელოვნებისა და კულტურის მინისტრ […]
ევროკომისიამ თურქეთსა და გერმანიას ექვსი თვე მისცა, რათა გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანას ეკუთვნის დონერ ქებაბი – „ეკონომისტი“

ევროკომისიამ თურქეთსა და გერმანიას ექვსი თვე მისცა, რათა გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანას ეკუთვნის დონერ ქებაბი. ამის შესახებ The Economist წერს. აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, თურქეთმა ევროკავშირს მიმართა თხოვნით, დონერ ქებაბისთვის ტრადიციული პროდუქტის სტატუსი მიენიჭებინა. შეთავაზების წინააღმდეგ კი გერმანია გამოვიდა, რადგან თურქული და გერმანული დონერი ერთმანეთისგან განსხვავდება. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ამ თხოვნას დათანხმდება, […]
ჩინეთის მთავრობა წელს $285 მილიარდის ვალის აღებას გეგმავს

ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ჩინეთის მთავრობა წელს 285 მილიარდი დოლარის სუვერენული ვალის აღებას გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო სწორედ ამ მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორები შეიძენენ. მართალია, ჩინეთში ინვესტიციის განხორციელების მიმართ დიდი ინტერესი გლობალურ ბაზარზე აღარ არის, თუმცა ობლიგაციების შესყიდვის სურვილი ინვესტორებს მაინც აქვთ, რაც ამ ტიპის ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოებით, სტაბილურობითა […]
ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოში ინვესტირებისთვის საჭირო ორ ძირითად საკითხზე ისაუბრა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას, ინვესტირების გზამკვლევის შემუშავების პროცესზე ისაუბრა, რომელიც ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოიცა და მის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში.“ მისი განმარტებით, როდესაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ინვესტიციების დეპარტამენტი შექმნა, შესაბამისად, გადაწყდა იმ ქვეყნების დახმარება, რომელთაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სურდათ. ზურაბ პოლოლიკაშვილის […]
“ბოდიში მოვუხადე და ეს სამჯერ გაიმეორა” – რა უპასუხა ზელენსკიმ ნანა საჯაიას

Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს: ტრამპთან შეხვედრიდან სულ რამდენიმე წუთში. ახლა მეტს ვერ დავწერ (ინტერვიუზე ვმუშაობ, მაგრამ ბევრი თანამოაზრის სახელით ბოდიში მოვუხადე იმ სამარცხვინო კამპანიისთვის, რაც ოცნებამ, პირველ რიგში, ჩვენ გვაკადრა. არა უშავსო. მეთქი, ჩვენთვის უშავს, შერცხვენილები ვართ და მინდა იცოდეთ, რომ […]
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბეს

ისრაელმა „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბა, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ბედი ამ დროისთვის უცნობია , – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედროები და მედია ავრცელებენ. ისრაელის სამხედროების თანახმად, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 27 სექტემბერს საღამოს მასობრივი ავიადარტყმები განახორციელეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მათ აღნიშნეს, რომ ავიადარტყმების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მთავარი შტაბი წარმოადგენდა. ისრაელის მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების […]
მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ დროა შანსი სხვა პარტიას მიეცეს – Edison Research

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს. კითხვაზე “თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა სხვა პარტიას მიეცეს შანსი?”, შედეგები ასე გადანაწილდა. ამჟამინდელი მონაცემების წინა კვლევებთან შედარება ასე გამოიყურება: