თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილია ერთი ადამიანი. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. “ინტერპრესნიუსი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
“კონტე კვარაცხელიას პოზიციას მალე შეუცვლის” – რადიო Kiss Kiss Napoli-ის დირექტორი

რადიო Kiss Kiss Napoli-ის დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ გადაცემა Goal-ში განაცხადა, რომ მწვრთნელი ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციას შეუცვლის: “გუშინ ძალიან კარგი რასპადორი ვნახეთ, ის ნახევარდაცვას და თავდასხმას კარგად აკავშირებდა. დარწმუნებული ვარ, დროდადრო კონტე სრულიად ახალს, 4-2-3-1 სქემას გამოიყენებს – ნერესს მარცხნივ და კვარაცხელიას მარჯვნივ. ეს უახლოეს ხანში მოხდება, თქვენ ამას ნახავთ. “ნაპოლის” ჩინებული შემადგენლობა […]
10 ადამიანი დაიღუპა მაჰაჩყალაში ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად

10-მდე გაიზარდა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის მახლობლად, დაბა ნოვი ხუშეტის ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, დაღუპულთა ნაწილი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“ მდებარე ორი აფეთქება ავტოგასამართ სადგურ АЗС Plus-ში რუსეთის დროით საღამოს 17.30 საათზე მოხდა. დაუდასტურებელი ცნობებით, აფეთქების მიზეზი შეიძლება ბენზინის აალება გამხდარიყო. საგამოძიებო კომიტეტმა გახსნა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ისეთი მომსახურების გაწევისთვის, […]
“მიმდინარეობს კვლევა ტერიტორიის პოტენციური განვითარების პროექტთან დაკავშირებით” – “ექსპო ჯორჯია” “კომერსანტის” სტატიას ეხმაურება

„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ბიზნესმენ მინდია საბანაძის ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაცია დღეს „კომერსანტმა“ გაავრცელა. ჩვენი ინფორმაციით, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განხორციელება იგეგმება, რისთვისაც მფლობელებმა ბიზნესმენ მინდია საბანაძის შვილთან ერთად მენეჯმენტ კომპანია შპს “ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958” შექმნეს. სითი ექსპო “ექსპო ჯორჯიას”-სთან მიმართებაში გავრცელებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელსაც “კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ: „ამ პერიოდისთვის ექსპო ჯორჯიას ტერიტორიის ახალ უბრანულ […]
საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გახსნა, დისკუსიას დაესწრო და სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს – ჟურნალისტებს, საფრანგეთის პოლიტიკური საზოგადოების წევრებს, დიპლომატებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ევროპის დედაქალაქ პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში, შევიკრიბეთ ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” […]
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანის ასაკობრივ გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული მატჩი სალომე ხუბულურის გუნდის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და 22-ე წუთისთვის, ანანო წიქარიძის დუბლით და თაკო ბულიას გოლით 3:0-ს იგებდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, კესარია მეტონიძემ 90-ე დააფიქსირა. საქართველოს და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებების […]
კლიმატის ცვლილება აორმაგებს წყალდიდობების რისკს – მეცნიერები

ციკლონმა „ბორისმა“, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას დაატყდა თავს, კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია. მეტეოროლოგების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებამ გააორმაგა ასეთი წყალდიდობების ალბათობა. ფრიდერიკ ოტო, კლიმატოლოგი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი: „ამ კვლევაში ჩვენ დავაკვირდით თუ როგორ გაზარდა ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის წვის შედეგად გამოწვეულმა კლიმატის ანთროპოგენურმა ცვლილებამ ნალექების ალბათობა და ინტენსივობა, რამაც მოახდინა წყალდიდობის პროვოცირება. ჩვენ […]
რუსეთმა მიაღწია იმას, რაც სურდა – დასავლეთს თავს მოახვია მრავალპოლარული მსოფლიო – არესტოვიჩი

რუსეთმა მიაღწია იმას, რაც სურდა, ეს არ არის სახმელეთო დერეფანი ყირიმში, როგორც ზოგიერთი ადამიანი აზროვნებს. როდესაც რუსეთმა ეს ომი დაიწყო მსოფლიო არ იყო მრავალპოლარული. ახლა ფაქტობრივად მრავალპოლარულია. მათ გადაწყვიტეს მთავარი ამოცანა, დასავლეთს მოახვიეს თავს მრავალპოლარული მსოფლიო, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა. მისივე თქმით, ეს ომი პუტინმა დაიწყო იმისთვის, რათა ეჩვენებინა დასავლეთისთვის […]
“თუ რატომ არა ვარ ამა თუ იმ ბლოკის სიაში – 4 ბლოკიდან ორზე მე თავად ვიტყოდი უარს” – რომან გოცირიძე

გამოქვეყნდა პარტიების საარჩევნო სიები. მთავარი მიღწევა ამ პროცესში არის ის, რომ ოპოზიციამ შესძლო გაერთიანება და არჩევნებზე ოთხი კონკურენტუნარიანი ბლოკით გასვლა. კითხვაზე, თუ რატომ არა ვარ ამა თუ იმ ბლოკის სიაში, გპასუხობთ: ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ოთხი ბლოკიდან ორზე მე თავად ვიტყოდი უარს, ხოლო დანარჩენი ორი მრავალსუბიექტიანი ბლოკია, სადაც მინიმალურად თუ შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენილი […]
“სიაში არიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც, მაგრამ…” – რას წერს სააკაშვილი “ერთიანობის” სიაზე

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სია, რომლის შედგენაშიც სხვა ლიდერებთან ერთად მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ასრულებს ჩემს მიერ მოცემულ პირობას რომ “ენმ” ფუნდამენტურად განახლდებოდა. პირველად ხდება ასე, ახლანდელი სიის ორ მესამედზე მეტი არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიფში მოვიდა მთლიანად ახალი თაობა, თუმცა რა თქმა უნდა სიაში არიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც, მაგრამ სია მთლიანად მომავალზე და […]