სექს წვეულებები, ტრეფიკინგისა და რეკეტის ბრალდება – რა ხდება შონ DIDDY კომბსის ირგვლივ

16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy – Dirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად. ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და კომბსი ბრუკლინის წინასწარი დაკავების […]

ფინანსური გადაცდომების გამო ნაომი კემპბელს საქველმოქმედო საქმიანობა 5 წლით აეკრძალა

სუპერმოდელი ნაომი კემპბელი საქველმოქმედო ფონდის საქმიანობიდან 5 წლით არის დისკვალიფიცირებული მას შემდეგ, რაც დამკვირვებლებმა მის საქველმოქმედო ორგანიზაციაში ფინანსური გადაცდომების მტკიცებულება მოიპოვეს. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ არასათანადოდ დახარჯა ათიათასობით ფუნტი ძვირადღირებულ სასტუმროს ნომრებზე, ფრენებზე, სპა პროცედურებზე, პირად დაცვასა და კემპბელის სიგარეტზე. Fashion for Relief კემპბელმა დაარსა და ორგანიზაციის მიზანი იყო სიღარიბის დასაძლევად და ეკონომიკურად გაჭირვებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად […]

18 წლის ველოსიპედისტი საგზაო ველორბოლის მსოფლიო ჩემპიონატებზე დაზიანების შემდეგ დაიღუპა

18 წლის შვეიცარიელი ველოსიპედისტი, მურიელ ფურერი საგზაო ველორბოლის მსოფლიო ჩემპიონატებზე თავის ტრავმის მიღების შემდეგ საავადმყოფოში დაიღუპა. ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირმა ფურერის გარდაცვალების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაღუპული ველოსიპედისტის ოჯახს, მეგობრებსა და შვეიცარიული ველოსპორტის ფედერაციას მიუსამძიმრა. “ხუთშაბათს 18 წლის მძღოლი მძიმედ დაეცა 17-18 წლის ქალთა საგზაო რბოლის დროს და თავის სერიოზული დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ვერტმფრენმა საავადმყოფოში […]

ივანიშვილის სასარგებლოდ Credit Suisse-ს 743 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

შვეიცარიული Credit Suisse-ის სარჩელზე სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის ყოფილი კლიენტის – ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ Credit Suisse-მა 743 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. საქმე ისაა, რომ 2023 წლის მაისში სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ Credit Suisse-ს კომპენსაციის სახით 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, შემდგომში კი 2023 წლის სექტემბერში სასამართლომ […]

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ 28 სექტემბერს, შაბათს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, განასაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +28, +33°; მთაში დღისით +24, +29°; მაღალმთაში დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ვალუტის კურსი რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7297; 1 ევრო – 3.0480; 1 ფუნტი – 3.6551; 1 ლირა კი 0.0799 ლარი ეღირება.

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა 4 მილიონამდე გაიზარდა

SpaceX-ის მიერ შექმნილ Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს ახლა უკვე 4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც ამ ტექნოლოგიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. ამჟამად Starlink-ს დედამიწის გარშემო 6,000-მდე სატელიტი აქვს გაშვებული და მისი სერვისი 100-მდე სახელმწიფოშია ხელმისაწვდომი, მათ შორის საქართველოშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ 4 მილიონიდან ზოგიერთი მომხმარებელი სწორედ ჩვენი სამშობლოდანაა. სატელიტური ინტერნეტი ის რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომლის […]

დღეს ალავერდობაა – ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის ხსნების დღე

წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, „ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა“. აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი […]

პარაოლიმპიელების დაჯილდოებისთვის 7 545 520 ლარი გამოიყო – პრემიერის განკარგულება

საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელშიც ის თანხებია (ფულადი პრიზები) განსაზღვრული, რასაც პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისთვის სპორტსმენები, მწვრთნელები, პარაოლიმპიური ნაკრების საექიმო პერსონალი და ადმინისტრაციული ჯგუფი მიიღებს. დაჯილდოებისთვის საჭირო თანხა 7 545 520 ლარია და მას კულტურის და სპორტის სამინისტრო გამოყოფს. როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, დაწესებული პრიზების გარდა, პარიზის 2024 წლის […]

მეგი სმიტი გარდაიცვალა

ოსკარების მფლობელ ცნობილ ბრიტანელ მსახიობს, მეგი სმიტს, ბევრი „ჰარი პოტერის“ სამყაროდან იცნობდა, როგორც პროფესორ მინერვას. დაუვიწყარია „ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის, ტრანსფიგურაციის” მასწავლებელი და „გრიფინდორის“ კლუბის ხელმძღვანელი პროფესორი მინერვა მაკგონაგელი. მსახიობის გარდაცვალების ამბავს მისი ოჯახი იუწყება. განცხადებაში ვკითხულობთ: „დიდი მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ დეიმ მეგი სმიტი დღეს დილით, 27 სექტემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ორი ვაჟი […]