„გამოწვევაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“ – 28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების დღეა

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანი ინსტიტუტის არარსებობა. ლევან იოსელიანის განცხადებით, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების წინაშე, რადგან დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება და ხელი შეუშალოს მათ საქმიანობის განხორციელებაში: „ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია […]

30 სექტემბერს ინტერნეტფესტივალის „დიოგენე 2024“ გამარჯვებული ფილმების დაჯილდოება და ფესტივალის დახურვის ცერემონიალი გამართება

30 სექტემბერს, მწერალთა სახლისა და თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-5 საერთაშორისო ინტერნეტფესტივალის „დიოგენე 2024“ პარტნიორობით, მწერალთა სახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართება გამარჯვებული ფილმების დაჯილდოება და ფესტივალის დახურვის ცერემონიალი. იმავე საღამოს მოეწყობა „დიოგენე 2024“-ის საერთაშორისო ჟიურის წევრების − სერგეი კასკის (ესტონეთი), არჩილ თოლორაიას, მერაბ ემინაშვილისა და ნიკა ჯანჯღავას (საქართველო) ფოტოგამოფენა. დასწრება თავისუფალია. მის: მწერალთა სახლი. ივანე მაჩაბლის ქუჩა […]

ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ მასპინძლობს

28-29 სექტემბერი, 12:00-18:00 საათი – საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ უმასპინძლებს. როგორც “კომერსანტს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. დამთვალიერებელი, ორი დღის განმავლობაში, ასევე იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ფესტივალს მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

85% არ ემხრობა ივანიშვილის მოსაზრებას საქართველოს მიერ ბოდიშის მოხდაზე – Edison Research

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე – ემხრობით თუ არ ემხრობით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული ომის გამო – 85% პასუხობს, რომ არ ემხრობა. ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 […]

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ 43 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქარიშხალი თავდაპირველად ფლორიდას დაატყდა თავს, შემდეგ კი უფრო ჩრდილოეთით, ჯორჯიისკენ და ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინისკენ გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ „ჰელენი“ შედარებით შესუსტდა, მეტეოროლოგები მოსახლეობას ძლიერი ქარის, წვიმისა და ტორნადოს შესახებ მაინც აფრთხილებენ. ქარიშხლის ზონაში სახლებისა […]

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, კონფლიქტი იყო. ინფორმაციას “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. შემთხვევა სააკაძის მოედნის მიმდებარედ მოხდა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ქართული განათლების პირველი ექსპორტი უცხოეთში – დუბაიში კავკასიის ტრენინგის ცენტრი გაიხსნა

26 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ დუბაიში, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ქართული განათლება გავიდა ექსპორტზე, და კავკასიის უნივერსიტეტი გახდა პირველი და ერთადერთი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება დაიწყო. უნივერსიტეტის გლობალური გაფართოება უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. დუბაიში ცენტრი გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა – კახა […]

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. ABC News-ის ცნობით, ქარიშხალ „ჰელენს“ ჯორჯიის შტატში 15 ადამიანი ემსხვერპლა, ფლორიდაში 9, სამხრეთ კაროლინაში 17, ჩრდილოეთ კაროლინაში 2 და 1 ვირჯინიაში. ქარიშხლის შედეგად ქვეყნის სამხრეთში 4,6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეგახსენებთ, ფლორიდაში ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია, მას […]

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმა“ გააცნო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ყოველდღიურ მიმართვაში, აშშ-ში ვიზიტის შედეგებზე ილაპარაკა, რომლის ფარგლებშიც მან „ომში გამარჯვების“ საკუთარი გეგმა წარადგინა. ზელენსკის სიტყვებით, ამერიკის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მან გეგმის თითოეული პუნქტი განიხილა. „უკრაინისთვის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი პარტნიორებს მაგიდაზე უდევთ. ყველაფერი განიხილება. დიაპაზონი, თავდაცვის პაკეტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის […]

პორეჩი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

28 სექტემბერს, ხორვატიის ქალაქი პორეჩი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და მასში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ხალიჩაზე გავლენ: გიორგი თოხაძე (60 კგ), ფრიდონ აბულაძე, რომეო ბერიძე (ორივე 63 კგ), ლერი აბულაძე (67 კგ), შმაგი ბოლქვაძე, ოთარ აბულაძე (ორივე 72 კგ), გიორგი ჩხიკვაძე, თემურ ორჯონიკიძე (ორივე 77 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ), გელა ბოლქვაძე (87 […]