რუსეთმა სუმის საავადმყოფოზე ავიაიერიში მიიტანა, დაიღუპა 7 ადამიანი, 12 კი დაშავდა – უკრაინული მედია

რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმის საავადმყოფოს დრონებით შეუტია, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა, 12 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. „დღეს, 28 სექტემბერს, დილით მტერმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით ავიაიერიში მიიტანა სუმის ჯანდაცვის დაწესებულებაზე. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს“, – წერს ქალაქის მერი არტემ კობზარი Telegram-ზე. რამდენიმე წუთის შემდეგ კობზარმა […]
ლიკვიდირებულია დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა – ისრაელის არმია

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიკვიდირებულია დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა, მისი მოადგილეები და დაჯგუფების სხვა წევრები. ისრაელის არმიამ 27 სექტემბერს განახორციელა სარაკეტო დარტყმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე დაჯგუფება ჰეზბოლას ცენტრალურ სამხედრო შტაბზე. ისრაელის თანახმად, შტაბი საცხოვრებელი შენობის ქვეშ მდებარეობდა. გამოცემა „უნეტი” წერდა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას ბუნკერი. მანამდე […]
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც, როგორც ცესკოში აცხადებენ “საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა”. “კომერსანტი” ცესკოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას […]
ქვეყნები, რომლებმაც ვალდებულებებზე ყველაზე დიდი დეფოლტი განიცადეს

სახელმწიფოები ვალებს საკმაოდ ხშირად იღებენ. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე დიდი ვალი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რომელსაც ინვესტორების წინაშე 35 ტრილიონი დოლარი მართებს. თავისი არსით, ვალი არც კარგია და არც ცუდი, რადგან თუ მთავრობა მას ეფექტიანად იყენებს, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და თუ ვალის მომსახურება რთულდება, მაშინ ქვეყანა დეფოლტამდე, საკრედიტო რეიტინგის გაუარესებამდე და უცხოური კაპიტალის გადინებამდე მიდის, […]
„მოტოციკლეტებს უმეტესად ახალგაზრდა, გამოუცდელი მძღოლები მართავენ, რომლებსაც შესაბამისი კატეგორიის მოწმობაც არ აქვთ” – მევლუდ მელაძე

ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ ორთვლიანი ტრანსპორტის მართვის დროს არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოტოტრანსპორტი თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე გზაზე საფრთხის შემქმნელია ავტომობილების მძღოლებისთვის, რომელთაც გზაზე გადაადგილებისას დიდი ყურადღება მართებთ. მაგალითად, ავტობუსის ზოლში, სადაც უკვე მოტოტრანსპორტიც მოძრაობს. „მოტოტრანსპორტს უკვე აქვს ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი საფრთხე […]
ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულია – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლულია ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას გენერალური მდივანი, ჰასან ნასრალა. “ჰასან ნასრალა მსოფლიოს დატერორებას ვეღარ შეძლებს”, – წერს ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელ X-ზე. Hassan Nasrallah will no longer be able to terrorize the world. — Israel Defense Forces (@IDF) September 28, 2024 The Guardian-ის ცნობით, ნასრალა, ჰეზბოლას სხვა ლიდერებთან ერთად დაიღუპა პარასკევს […]
“კონტემ “ნაპოლიში” ეს შეცვალა… კვარაცხელია და სხვა ლიდერები ძველ მწვრთნელთან ასე იქცეოდნენ…” – Arenanpoli “პარტენოპეის” ახალ დამრიგებელზე

Arenanpoli “ნაპოლიში” ანტონიო კონტეს ჯერჯერობით დადებითად გაწეულ სამუშაოს ეხმაურება და წერს, რომ “პარტენოპეის” თავკაცს გუნდში ყველა პატივს სცემს. “კონტე კლუბს თავის ოჯახს ეძახის და ეს მართლაც ასეა. ამას მოედანზე თითოეული მოთამაშე გრნობს. თავად შეხედეთ, “ნაპოლის” გოლების შემდეგ არამარტო მოედანზე მყოფი მოთამაშეები, არამედ მათთან ერთად სათადარიგოზე მყოფი ფეხბურთელები აღნიშნავენ. რა არის ამის მიზეზი? – კონტე ნამდვილი […]
ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი – ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება

ყველას მივწვდებით, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა. „ჩვენს არსენალში არსებული ინსტრუმენტები ამით არ მთავრდება. გზავნილი მარტივია: ყველას, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს დაემუქრება, ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ“, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ. ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გუშინ, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბის დაბომბვის შედეგად დაჯგუფების […]
სერგო ჩიხლაძე – ამილახვარს არც მინისტრობამდე გაუკეთებია რამე, არც მერე გააკეთებს

ამილახვარს არც მინისტრობამდე გაუკეთებია რამე, არც მერე გააკეთებს და ერთადერთი მე რითაც მამახსოვრდება ამილახვარი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს, არის როდესაც მერიის გულგრილობის გამო, ვაკის პარკის შადრევანში ბავშვი რომ გარდაიცვალა, მშობლებს რომ დააბრალა მისი დაღუპვა, ამით მამახსოვრდება ამილახვარი, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის მიერ თანამდებობის […]
6 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა უკრაინის სუმის ოლქზე ავიადარტყმებისას

წინაწარი მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის ავიადარტყმების შედეგად. ინფორმაციას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით პირველი იერიში დილით, ადგილობრივი დროით 7:35 წუთზე მიიტანეს. ავიადარტყმისას დაზიანდა კლინიკა, სადაც 86 პაციენტი და კლინიკის 38 თანამშრომელი იმყოფებოდა. პირველ დარტყმას მალევე, 50 წუთში, მოჰყვა მეორე იერიში. ამ […]