ქვეყნები, რომლებმაც ვალდებულებებზე ყველაზე დიდი დეფოლტი განიცადეს

სახელმწიფოები ვალებს საკმაოდ ხშირად იღებენ. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე დიდი ვალი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რომელსაც ინვესტორების წინაშე 35 ტრილიონი დოლარი მართებს. თავისი არსით, ვალი არც კარგია და არც ცუდი, რადგან თუ მთავრობა მას ეფექტიანად იყენებს, მაშინ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და თუ ვალის მომსახურება რთულდება, მაშინ ქვეყანა დეფოლტამდე, საკრედიტო რეიტინგის გაუარესებამდე და უცხოური კაპიტალის გადინებამდე მიდის, რაც იმდენად ცუდია, რომ ეს მოვლენა ქვეყანაში ხშირად ეკონომიკური კრიზისის დაწყების საფუძველი ხდება.
წლების განმავლობაში არაერთ სახელმწიფოს გამოუცხადებია ობლიგაციებზე დეფოლტი, ანუ კრედიტორებისთვის თანხა დროულად ვერ დაუბრუნებია, დღეს კი იმ ქვეყნების რეიტინგს გაგაცნობთ, რომლებმაც ისტორიაში ყველაზე დიდი დეფოლტი განიცადეს:
1. საბერძნეთი
მოცულობა: $264 მლრდ
პერიოდი: მარტი 2012
2. არგენტინა
მოცულობა: $82 მლრდ
პერიოდი: ნოემბერი 2001
3. რუსეთი
მოცულობა: $73 მლრდ
პერიოდი: აგვისტო 1998
4. საბერძნეთი
მოცულობა: $42 მლრდ
პერიოდი: დეკემბერი 2012
5. ლიბანი
მოცულობა: $31 მლრდ
პერიოდი: მარტი 2020
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?