გორის მერმა თანამდებობა დატოვა – რა ქონებას ფლობს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერის თანამდებობა დატოვა – უფლებამოსილება მან პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა. მოჭიდავე მერს ამ გადაწყვეტილების მიღებას კანონი ავალდებულებდა რადგან ხინჩეგაშვილი პრორუსი ოლიგარქის პარტიის საარჩევნო სიის 49 – ე ნომერია. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის […]

“200 000 სამუშაო ადგილი, რომელსაც გპირდებით, დაიწყება აქედან, გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გახდეს ანაკლია ეკონომიკური ჰაბი” – მამუკა ხაზარაძე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან სამუშია სამეგრელოში, ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდნენ. ოპოზიციური გაერთიანების, ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ანაკლიაში პრესკონფერენცია გამართა და თქვა: დღეს ვიმყოფებით ანაკლიაში, ქალაქში, სადაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენებულიყო. 4 წლის წინ “ქართულმა ოცნებამ”, რუსეთის ზეგავლენით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ხელი შეუშალა, რამაც ქართველი ხალხი 200 000 სამუშაო ადგილის […]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით. სამინისტრო მოუწოდებს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია […]

ტომ სალივანი – უკვე გარკვეული პერიოდია, რაც შეშფოთებულები ვართ იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს

უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველმა ტომ სალივანმა განაცხადა. „უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ჩვენ შეშფოთებულები ვართ, იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს და აშორებს იმას, რაც როგორც ჩვენ გვჯერა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას […]

ლევან მაჭავარიანი – გარწმუნებთ, გიორგი ამილახვრის გადადგომის მიზეზი ბიზნესში დაბრუნებაა – სანქციებს რაც შეეხება, არავის ეშინია და როდესაც ამაზე საუბრობენ, მინისტრს არავინ ახსენებს, ყურადღება დეპუტატებზეა გამახვილებული

გარწმუნებთ, რომ გიორგი ამილახვრის გადადგომის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ბიზნესში ბრუნდება. სანქციებს რაც შეეხება, არავის ეშინია და როდესაც სანქციებზე საუბრობენ, მინისტრს არავინ ახსენებს, ყურადღება დეპუტატებზეა ხოლმე გამახვილებული – „ქართული ოცნების“ გუნდი ისეთი შედუღაბებული და ერთიანია, როგორც არასდროს, არც სანქციების და არც არაფრის არავის ეშინია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის […]

გალფის რეგიონი ქართულმა ბიზნესმა საკმარისად ჯერ ვერ აითვისა – თემო მიქელაძე

ვფიქრობ, გალფის რეგიონი ქართულმა ბიზნესმა საკმარისად ჯერ ვერ აითვისა, – ამის შესახებ დუბაიში ახალდაფუძნებული საქართველოს ბიზნესის პალატის ხელმძღვანელმა და ბიზნესმენმა თემო მიქელაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა. „ჩვენს ქვეყნებს შორის წინა წელს თავისუფალ ვაჭრობასაც მოეწერა ხელი, თანამშრომლობის ჩარჩო შექმნილია, თუმცა ბიზნესი ჯერჯერობით ექსპანსიას არ აკეთებს“, – აღნიშნა მან. მისივე თქმით, დუბაიში ქართული ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებით ასათვისებელია უძრავი […]

,,ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჩუნჩხას, დილოსკასა და პტენას მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. „„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მჯერა, 26 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობისა […]

ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა. “პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა ან პროცედურა, […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის დელეგატ რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ქალაქ ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის, 26 მაისისა და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა. დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, […]

როიტერსი: ირანის უზენაესი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გადაიყვანეს ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე უსაფრთხო ადგილას, გაძლიერებული დაცვით, – უთხრა რეგიონის ორმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო როიტერსს. წყაროთა ინფორმაციით, ირანს მუდმივი კონტაქტი აქვს რეგიონულ მოკავშირეებთან, მათ შორის ჰეზბოლასთან – რომელიც გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა და სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს, და რომელსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს კი მისი […]