ჰერბსტი: ბაიდენს, ადმინისტრაციას, კონგრესს სჯერა, რომ “ქართული ოცნება” მზარდად აგრესიულ ავტორიტარულ პოლიტიკას ატარებს

ირაკლი კობახიძე, ჯო ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე, არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი მოსაწვევი გააუქმა. “იმისთვის, რომ დავინახოთ, რატომ მიიღო ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება, აშშ-თან დაკავშირებით, ქართველი ლიდერების განცხადებებს უნდა შევხედოთ”, – ამბობს უილიამ კორტნი.
“არასასურველი სტუმარი” – პრემიერი კობახიძე ნიუ-იორკში

პრემიერი კობახიძე ნიუ-იორკში – ბაიდენის ადმინისტრაციის უარი შეხვედრებზე და უკანგაწვეული მოსაწვევი. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” ქმედებებს შედეგები მოჰყვება. სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკელი სენატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობენ.
“ღიაობა და თანამშრომლობა” – რა სურს სექტორს განათლების შემდეგი მინისტრისგან?

განათლების უკვე ყოფილი მინისტრის, გიორგი ამილახვრის საქმიანობას BM.GE-სთან “განათლების პოლიტიკის ცენტრის” დირექტორი, გიორგი ჭანტურია აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, განათლების სექტორი პარტიული პოლიტიკით იმართება და ამ მხრივ, არც გიორგი ამილახვარი ყოფილა გამონაკლისი. “ქართული ოცნების ყველაზე მძიმე დროს იყო გიორგი ამილახვარი მინისტრი, რაც პრინციპში, პირდაპირ ეხმიანება “ქართული ოცნების” პოლიტიკას. წლებია უკვე, არა მხოლოდ გიორგი ამილახვრის […]
შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს

სანამ ქალბატონი სალომე იტყოდა, რომ ბუჩამდე აფხაზეთში ომი იყო, ეს ომი ჩვენ გადავიტანეთ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ხალხმა, მაშინ როცა ის საფრანგეთში ცხოვრობდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, პრეზიდენტი მსგავს განცხადებებს იმის ფონზე აკეთებს, როცა თავად კონსტიტუციას არღვევს. “ამიტომ რაღაც აღმოჩენებს თუ აკეთებს ის თავისთვის, არ ვიცი, საქართველომ გადაიტანა ეს […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გვაქვს ერთადერთი ტრაექტორია – ეს არის ქვეყნის მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორია, თუ ვინმეს ეს ტრაექტორია არ მოსწონს, უნდა გვითხრან!

ჩვენ გვაქვს ერთადერთი ტრაექტორია – ეს არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორია, თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ტრაექტორია, ეს უნდა გვითხრან!- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუხადა, რითაც უპასუხა საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორიის შესახებ კრიტიკას, მათ შორის ენტონი ბლინკენის მრჩევლის ტომ სალივანის განცხადებას. პაპუაშვილმა გაიხსენა პარტნიორების რჩევები იმის შესახებ, […]
ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

ჩემპიონშიფის მეშვიდე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სანდერლენდი“ 2:1 დაამარცხა. მასპინძლები პირველ ტაიმში ებოსელემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ იზიდორმა ანგარიში გაათანაბრა. „უოტფორდს“ მალევე შეეძლო ისევ წინ გასვლა, მაგრამ ჩაკვეტაძის კარგი პასი ბაიომ ვერ გამოიყენა. 74-ე წუთზე გიორგი შეცვალეს, მის ნაცვლად მოედანზე შესულმა ბამ კი პენალტი მოიპოვა და დელე-ბაშირუმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად […]
ირაკლი კობახიძე – საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი

2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თელავში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და საქართველოსთვის მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი. „წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობისა […]
ტერიტორიული მთლიანობისთვის მზადება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის – ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ მან 28 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლად – კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი […]
პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გაძლიერების დაფინანსებისთვის მიმართავენ

პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გაძლიერების დაფინანსებისთვის მიმართავენ. ამის შესახებ ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ლატვიურ ქალაქ დაუგავპილსში შეთანხმდნენ. კერძოდ, ქვეყნები ევროკავშირისგან რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასწვრივ ბუნკერების, ბარიერების, გამყოფი ხაზებისა და სამხედრო საწყობების მშენებლობის დაფინანსებისთვის მოითხოვენ. თავდაცვის მინისტრების თანახმად, „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა აჩვენა, რომ ბუნებრივი თავდაცვითი წინაღობების არმქონე ღია […]
ირაკლი კობახიძე – ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც საქართველომ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია. „წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობისა და წამების, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში […]