ლუდის ფასი არ გაზრდილა იმაზე მეტად, ვიდრე არის ინფლაციის მაჩვენებელი – EFES Georgia

EFES GEORGIA-ს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ წელს კომპანიას პროდუქტზე ფასების ზრდა ინფლაციის შესაბამისად მოუწია. როგორც ხუნძაკიშვილი განმარტავს, კომპანიაში ცდილობენ, რომ ფასების მატება შიდა რესურსის ხარჯზე დააბალანსონ, რომ მოხმარება არ შემცირდეს. საკითხზე მან “საქმიან დილაში” ისაუბრა. „2022 წელს იყო ჩვენთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ზრდის თვალსაზრისით. დაახლოებით 130 მლნ ლიტრს გადავაჭარბეთ ჯამურად ინდუსტრიამ. 2023 […]
შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

„მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „მაკკეინის ინსტიტუტის“ დოკუმენტს თუ წაიკითხავთ, ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს კლასიკური მაგალითი, სადაც პირდაპირ გაწერილია არეულობის გეგმა. „ზოგადად, საინტერესო დოკუმენტია. თქვენ სხვადასხვა ადამიანის მხრიდან მოგისმენიათ შეფასებები, თითქოს სპეცსამსახურების […]
მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, თელავში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. მამუკა მდინარაძემ ილია ჭავჭავაძის ანდერძად დატოვებული სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, მხოლოდ ამ ღირსებით შეიძლება მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც. „მოგესალმებით მეგობრებო, კახელებო მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით. გილოცავთ ალავერდობას. მივესალმები დავით სონღულაშვილს კიდევ ერთხელ, ბატონ ირაკლის, რომლებიც […]
ვაშინგტონში, ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა „ქართულმა ასოციაციამ“, ვაშინგტონის „კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალურ მუზეუმში“ 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა სახელწოდებით – „უტეხი სული: 1924 წლის ქართველთა აჯანყებიდან ერთი საუკუნე“ (An Unbroken Spirit: A Century Since the 1924 Georgian Uprising). „ქართულ ასოციაციის“ ინფორმაციით, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასა“ და „ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამასთან“ თანამშრომლობით […]
SpaceX-ი ვიეტნამში $1.5 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს

ვიეტნამის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი ქვეყანაში ინტერნეტის პროექტ Starlink-ის განვითარებისთვის $1.5 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. შეგახსენებთ, რომ ვიეტნამის მთავრობასა და SpaceX-ს შორის ინტერნეტ და სხვა საკომუნიკაციო სერვისების დანერგვის შესახებ მოლაპარაკებები გასულ წელსაც მიმდინარეობდა, თუმცა უცნობი მიზეზით შეჩერდა. როგორც ჩანს, ამჟამად მოლაპარაკებები განახლებულია და SpaceX-ის გაფართოების შემდეგი ეტაპი […]
დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად

დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. […]
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი სანზონისა და ზღვისუბნის მოსახლეობას ხვდება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე სანზონისა და ზღვისუბნის მოსახლეობას ხვდება. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებთან შეხვედრები გაიმართა გურამიშვილის გამზირზე, ხორნაბუჯის ქუჩაზე და ზღვისუბნის მე-4 კვარტალში. „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ძირითადად, ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, საკითხებზე, რაც ადგილობრივებს აწუხებთ და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. ვსაუბრობთ არჩევნების მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ […]
შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ თბილად არის მოკალათებული ერთ-ერთ ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან, როგორც დამკვირვებელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ისაუბრა. მანამდე კი, მან ისაუბრა ცესკო-ში დარეგისტრირებულ […]
ფინანსური თვალსაზრისით ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების დაცემა არასამართლიანია – პაატა შეშელიძე

ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების 16% -ით დაცემისა და 2 მილიარდიანი ზარალის მიზეზებზე, ასევე იმაზე, რა გავლენას იქონიებს მომხდარი ლარის კურსზე, – თემაზე ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე საუბრობს. “ფინანსური თვალსაზრისით ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების დაცემა არასამართლიანია. მიუხედავად ამისა, ქართულ ბანკებს რეალური საფრთხე არ ემუქრებათ. საქმე ისაა, რომ აქციების ზრდა და ვარდნა უარყოფით მოლოდინებსა და […]
უცხოური კამპანიები ამერიკელ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობს

5 ნოემბერს ამერიკა პრეზიდენტთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს წევრებსაც აირჩევს. ამერიკასთან დაპირისპირებული ქვეყნები კი, როგორც ჩანს, აძლიერებენ ძალისხმევას, რათა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და სხვა რანგის არჩევნებზე გავლენა მოახდინონ და ამისთვის მრავალფეროვან გზებს იყენებენ.