გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ში სადებიუტო გოლი გაიტანა

ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში “გრანადა” გასვლაზე “ბურგოსს” ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. “გრანადას” შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი წიტაიშვილი გახლდათ, ქართველმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა, “წიტას” გოლს 72-ე წუთზე ლისანდრო ლოპესმა უპასუხა, გატანილი გოლიდან 1 წუთში კი მანუ ტრიგეროსმა “გრანადა” კვლავ წინ გაიყვანა. 77-ე წუთზე ბორხა სანანჩეზის გოლით “ბურგოსმა” ანგარიში კვლავ […]
კალაძე, მდინარაძე, ოხანაშვილი, სამხარაძე – დროების ექსკლუზივი, ვინ მოხვდა აშშ-ის სანქციებში

დროების წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ 60-ზე მეტ პირს შორის ქართული ოცნების 4 ლიდერია. წყაროს ცნობით, ესენი არიან: თბილისის მერი კახი კალაძე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, იურიდიული კომიტეტის თამჯდომარე ანრი ოხანაშვილი, დეპუტატი და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სანქციები […]
ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში, ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა. “გასულ 2023 წელს დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები, ხოლო მიმდინარე წელს სრულად რეაბილიტირდა პარკი, რომლის საერთო ფართობი 24 600 კვადრატულ მეტრს შეადგენს. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო 3 საბავშვო მოედანი, 2 სავარჯიშო სივრცე, […]
LEGO-მ რეალური McLaren P1 ააწყო, რომელიც 65 კმ/სთ-ით დადის

მიმდინარე წლის დასაწყისში, დანიურმა LEGO-მ ლეგენდარული ფრენკ სტივენსონის დიზაინით შექმნილი ბრიტანული ჰაიპერქარის, McLaren P1-ის 60-სანტიმეტრიანი, 1:8 მასშტაბის მოდელი ააწყო. 3,893 კუბისგან შემდგარი ეს მანქანა, რომელიც LEGO Technic-ის სერიაში გამოვიდა და $500 ღირდა, კომერციულად იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დანიური კომპანიის ინჟინრებმა წარმოუდგენელი იკადრეს და LEGO-ს კუბებისგან რეალური ზომის McLaren P1 შექმნეს, რომელიც ყველაფერთან ერთად, 65 კმ/სთ-ში […]
ამერიკული ჯილდო ლაშა მძინარაშვილს

მოცეკვავემ და კასკადიორმა ლაშა მძინარაშვილმა ამერიკული ჯილდო მიიღო. ბოსტონში, მერმა ბრწყინვალების სერთიფიკატით დააჯილდოვა კემბრიჯსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების შექმნისათვის.
“სამხრეთ ოსეთის” ე.წ. საგარეო მინისტრი: “სამხრეთ ოსეთზე” რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება

“სამხრეთ ოსეთის” ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი ამბობს, რომ “სამხრეთ ოსეთზე” რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უცვლელი რჩება. ასე ეხმაურება ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განაცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, “თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის […]
არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტია “თავისუფლება” უსწრებს მმართველ კონსერვატორებს

ავსტრიაში 29 სექტემბერს გამართული საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენე პარტია “მშვიდობა” უსწრებს მმართველ კონსერვატორებს და შესაძლოა პირველად მოიპოვოს გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ORF-სთვის ჩატარებული კვლევით, ნაწილობრივ დათვლილ ხმებზე დაყრდნობით “თავისუფლებამ” მოიპოვა ხმების 29.1 პროცენტი, კანცლერ კარლ ნეჰამერის “ავსტრიის სახალხო პარტიამ” – 26.2 პროცენტი. მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სოციალ-დემოკრატები ამ მონაცემებით მესამე ადგილზე გადიან, ხმათა 20.4 პროცენტით. […]
რომელ ქალაქში ღირს ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი

ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელიც როგორც ხარისხის, ასევე ფასის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთი ბოთლი ღვინოს ღირებულება კი არა ქვეყნიდან-ქვეყანამდე, არამედ ქალაქიდან ქალაქამდეც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. სწორედ ამიტომ, კომპანია Magnet Kitchen, Numbeo-ს 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს 190 ქალაქში ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასს აანალიზებს და შესაბამის რეიტინგსაც აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, ერთი ბოთლი ღვინის […]
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია – გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე […]
პაატა დავითაია – ოკუპანტი ვერასდროს იქნება მედიატორი, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მზაკვრული გეგმა აამოქმედა

ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არის კრემლის მორიგი პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთმა აამოქმედა მზაკვრული გეგმა, რომელიც საბოლოო მიზნად ისახავს ჩვენი სახელმიფოებრიობის მორყევას და ანექსიას, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას. მისი თქმით, “ლავროვის განცხადება დაახლოების შუამავლობაზე არის ცინიკური”, რადგან შეუძლებელია მედიატორი იყოს […]