კახა კალაძე – ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს და ხმა მისცეს იმ გუნდს, რომელიცაა ქვეყანაში მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი

ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს და ხმა მისცეს იმ გუნდს, რომელიცაა ქვეყანაში მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მესიჯებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მმართველი პარტიის მიერ საკონტიტუციო უმრავლესობის მოპოვებითაა შესაძლებელი. „მსოფლიოში არსებული დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, დიდია საშიშროება […]

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე და სამი თუ ოთხი წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა, – ამის შესახებ კოალიციის „ძლიერი საქართველო“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავში შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ჩვენი შვილების თაობა „ნარკომანიამ წალეკა“ „ბიძინა ივანიშვილი იცით ვინ არის? – რამდენიმე წლის წინ ღვინის ქვეყანაში მარიხუანის პლანტაციების კანონის გატანას […]

გერმანიაში ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა იკლებს

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ყოველწლიური სახალხო ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი” დაიწყო, რომელიც 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროს მიუნხენში უზარმაზარი რაოდენობის, დაახლოებით 7 მილიონი ლიტრი, ლუდი ჩააქვთ, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენცია შეიცვალა, რადგან ტურისტების დიდი რაოდენობა უალკოჰოლო ლუდის დალევას ამჯობინებს… გერმანიაში სულ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ეძებს ლუდის გემოს მსგავს სასმელს, რომელიც უალკოჰოლო იქნება […]

სამართლებლივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება-პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში ახალი სახელმღვანელო, სახელწოდებით “სამართლებლივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება” გამოიცა.ა აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს სამართალმცოდნეობის შესავალს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებში საბაზისო მასალა და საწყისი კურსების სავალდებულო ცოდნის ნაწილია. სახელმძღვანელო ერთადერთია, რომელშიც გაერთიანებულია ისეთი ზოგადი დისციპლინები როგორებიცაა სამართლის ფილოსოფია, სამართლის თეორია, სახელმწიფოს თეორია, კონსტიტუციური თეორია, რაც ერთობლიობაში გვაძლევს საუნივერსიტეტო […]

თხევადი გაზი მძღოლებისთვის დიდი შეღავათი არ არის

საავტომობილო თხევადი გაზის გაძვირების ტენდენცია ოდნავ შეიცვალა, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ამ ტიპის საწვავის ძირითადი უპირატესობა ფასია, თუმცა მძღოლებისთვის დიდი შეღავათი არ არის. როგორც საფასო დინამიკა აჩვენებს, თხევადი გაზის ფასი ბოლო დრომდე განუხრელად იზრდებოდა და ფაქტობრივად, ბენზინის ღირებულებას მიუახლოვდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ “ელპიჯის” გაძვირება მიზანმიმართულად ხდება და ბაზარზე ხელოვნური ჩარევაა. ანალოგიური მოსაზრებისაა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის […]

თავდაცვის ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი „ნორთროპ გრუმანი“ ლიეტუვაში საბრძოლო მასალის წარმოებას იწყებს

23 სექტემბერს, ლიეტუვას მთავრობამ თავდაცვის ინდუსტრიის ამერიკულ გიგანტ „ნორთროპ გრუმანთან“ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სფეროს გაძლიერებას ისახავს მიზნად. ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, მემორანდუმი გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობებს და ფოკუსირებული იქნება საშუალო კალიბრის საბრძოლო მასალის შექმნაზე, წარმოებასა და მიწოდებაზე. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა, ლაურინას კაშჩიუნასმა, ფინანსთა მინისტრმა, გინტარე […]

ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“

ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. „რუსეთს ტერიტორიების 20% ჩააბარეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გაძლიერებულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში და კიდევ უამრავი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით გადადგეს და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ლავროვის განცხადებაზე უნდა გავაკეთოთ ორიენტირი. ლავროვი რა საკვირველია ეგრე იტყვის, მაგრამ თვითონ ფაქტი […]

დავითაშვილის საგოლე გადაცემა – “სენტ-ეტიენმა” “ნანტთან” ფრეს მიაღწია [VIDEO]

ლიგა 1-ის მეექვსე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ნანტს“ ფრედ ეთამაშა – 2:2. მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ და 2:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ზურიკო დავითაშვილის პასით იბრაჰიმ სისოკომ თავურით ანგარიში შეამცირა. შემდეგ „ნანტის“ მცველს, ჟან-შარლ კასტელეტოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და სისოკომ პენალტით დუბლი შეასრულა. დავითაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა. ქართველმა flashscore-სგან 7.2 შეფასება მიიღო, whoscored-ისგან 7.0, ხოლო sofascore-სგან 6.6. […]

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება

კოალიციამ “ძლიერი საქართველო” რუსთავში ქვემო ქართლის ამომრჩეველთან რეგიონული შეხვედრა გამართა.­ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კოალიციის ლიდერები. ამომრჩეველს მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, მან მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები და პროგრამა „ილიას გზა“ გააცნო. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ზუსტად ოთხ კვირაში „იქნება გამარჯვება“ და „რუსული ხელისუფლება“ ჩანაცვლდება. „გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის, ქართველი ადამიანების, რომლებიც ჩაანაცვლებენ რუსულ ხელისუფლებას საქართველოში. […]

რაჭაში მდებარე “მეღვინეობა ბარაკონი” საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

რაჭაში მდებარე “მეღვინეობა ბარაკონი” საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE -სთან კომპანიის დამფუძნებელმა, კახაბერ გორდეზიანმა განაცხადა. “მეღვინეობა ბარაკონი” რაჭაში 2016 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს 7 დასახელების ღვინოს, კერძოდ ხვანჭკარას – ნახევრად ტკბილს, თეთრას – ნახევრად ტკბილს, თეთრას – მშრალს, ალექსანდროულს – მშრალ წითელ ღვინოს, უსახელაურს – ნახევრად ტკბილ წითელს, ტვიშს – ნახევრად ტკბილ თეთრს […]