თამარ კორძაია – მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვას – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში

მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვას, მან არ გააუქმა ცესკოს გადაწყვეტილება – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ყველა შტო „წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს“ იმისთვის, რომ ემიგრანტებმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი […]

ვლადიმერ პუტინი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჭეშმარიტად განმათავისუფლებელი ხასიათისაა – ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეული იქნება

დასავლეთის ელიტებმა უკრაინა თავიანთ კოლონიად აქციეს, სამხედრო პლაცდარმად, რომელიც მიმართულია რუსეთისკენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთთან ე.წ. „მიერთების დღისადმი“ მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ისინი 2014 წლის შემდეგ „სისტემატურად ნერგავდნენ სიძულვილს და რადიკალურ ნაციონალიზმს, აღძრავდნენ მტრობას ყველაფრის რუსული მიმართ“. გარდა ამისა, პუტინის მტკიცებით, დასავლური ელიტები დაკავებულნი იყვნენ იარაღის მიწოდებით […]

გიორგი ვაშაძე – ჩვენ არასოდეს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის – 26 ოქტომბრის არჩევნები ბოლო შანსია, საქართველო იყოს დამოუკიდებელი

ბიძინა და მისი კლანი ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყიდიან, – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ბოლო შანსია. “ბიძინა და მისი კლანი ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყიდიან. ჩვენ არასოდეს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ხელისუფლება, […]

დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა

ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტობუსების ახალი ნაკადი საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავტობუსების პარკის სრული განახლება და ახალი ავტობუსების შემოყვანაა. „ჩვენთვის, ერთი მხრივ საამაყო […]

ანუკა ხუციშვილი სწავლას Lund University-ში აგრძელებს

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ანუკა ხუციშვილი სწავლას Lund University-ში აგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს მთივე ცნობით, ანუკა Erasmus-ის სრული დაფინანსებით ისწავლის შვედეთში სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე.

“ფრე მოსალოდნელი შედეგი იყო” – ანჩელოტი “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ატლეტიკოსთან” (1:1) დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “მატჩის მოგებასთან ახლოს ვიყავით, თუმცა, მეორე მხრივ, უძლიერესი მეტოქე გვყავდა. საწყენია, რომ 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ. მატჩს ვაკონტროლებდით, გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ ჩემპიონობისთვის კვლავ ვიბრძვით. იმედგაცრუების დრო არ არის, ფრე მოსალოდნელი შედეგი იყო”, – განაცხადა ანჩელოტიმ. შეგახსენებთ, “რეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში […]

გალის რაიონში სახანძრო განგაში გამოცხადდა

30 სექტემბერს, გვიან ღამით, გალის რაიონში ხანძრის გამო სახანძრო განგაში გამოცხადდა. “მამაკაცები უნდა გავიდნენ ქუჩებში და ყურადღებით დააკვირდნენ, რა ხდება მათ ირგვლივ, საჭიროების შემთხვევაში კი სასწრაფოდ დაეხმარონ მეხანძრეებს,” – ავრცელებს განცხადებას რეგიონული ტელეარხი “Гал Медиа”. ყველაზე დიდი ხანძარი ქალაქ გალის სამხრეთით მდებარე სოფელ მახუნჯიაშია. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, მეხანძრეები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ნაძვის ხეივანსა და საცხოვრებელ […]

სახალხო დამცველი იმერეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისში, იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა სამოქალაქო სექტორის უფლებების დაცვის საკითხები, ცნობიერების ამაღლებისა თუ სხვა საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს. „სახალხო დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს აპარატის მანდატი, ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე […]

„საქსტატი“ – 2024 წლის აგვისტოში, მშპ-ს ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. მათივე ცნობით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია […]

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალურ შეთავაზებებს აგრძელებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებელი რამდენიმე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს, კერძოდ, გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მძღოლები სპეციალურ ფასად – 225 ლარად მიიღებენ, გარდა ამისა, ტოიოტას 5 მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისში ასევე სპეციალურ ფასს – 150 ლარს გადაიხდიან, ხოლო ქარხნული წარმოების აალების სანთლებს 25%-იანი ფასდაკლებით მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე […]