კახა კალაძე – საინტერესო არ არის, ვინ იქნება სიაში გახარიასთან ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“

საინტერესო არ არის, ვინ იქნება სიაში გახარიასთან ან „ნაციონალურ მოძრაობასთან, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შეკითხვას ოპოზიციური პარტიების სიებში ზოგიერთ ცვლილებასთან დაკავშირებით. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ამ პარტიების მიზანი საარჩევნო ბარიერთან მიახლოებაა. „ესენია პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ერთი, მეორე თუ მესამე“, […]

კახა კალაძე – ახლანდელი წინასაარჩევნო პროცესი რადიკალურად განსხვავებულად, მშვიდად მიმდინარეობს

წინასაარჩევნოდ ზოგადად ხშირად არის ხოლმე პროვოკაციები, რომელსაც ეს რადიკალები აწყობენ, თუმცა თუ შევადარებთ სხვა არჩევნებს, პროცესი რადიკალურად განსხვავებულად მიმდინარეობს, მშვიდად და წყნარად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. თბილისის მერმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ძალადობა და დაპირისპირების ფაქტები გახშირებულია. კახა კალაძის […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები დაიკითხებიან, რომლებმაც საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებს ექსპერტიზა ჩაუტარეს. სასამართლოში სავარაუდოდ, ჩვენებას მისცემს ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე. დაკავებული ცოლ-ქმრიდან ბრალს მხოლოდ მარიამ იაშვილი აღიარებს, […]

მერაბ დვალიშვილი: სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებაში დავხარჯავ

მერაბ დვალიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ მილიონ ლარს საქართველოში სპორტის განვითარებაში დახარჯავს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა. “ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილია თოფურიასაც გადმოგვცემს მილიონ ლარს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ამ თანხას სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, რაც მქონდა, რათა საქართველოში MMA განვითარდეს. მადლობა სახელმწიფოს და ამ საჩუქარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, MMA-ს და სპორტის […]

„არ აქვს მნიშვნელობა“ — კალაძე მისი სავარაუდო სავიზო სანქცირების შესახებ

დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს აშშ-ის მხრიდან მის დასანქცირებას. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა, როცა მას პირდაპირ დაუსვეს კითხვა, არის თუ არა დასანქცირებული. „ხომ გვითხრეს, რომ დასანქცირებულები ხართ 60 ადამიანიო. პირადად ჩემთვის არ უთქვამთ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. გულწრფელად გეუბნებით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ […]

ისრაელმა ბეირუთის ცენტრში მდებარე ობიექტზე მიიტანა იერიში

ისრაელმა 30 სექტემბერს დარტყმა განახორციელა ბეირუთის ცენტრალურ უბანზე. ინფორმაციას AFP ავრცელებს ლიბანის უშიშროების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით. წყაროს მონაცემებით, ისრაელის დრონით იერიში განხორციელდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაზე, რომელიც ეკუთვნის ჰეზბოლასთან დაკავშირებული სუნიტური დაჯგუფების, „ალ ჯამაა ალ-ისლამის“ წარმომადგენელს. მიიჩნევენ, რომ დაჯგუფებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოძრაობა ჰეზბოლასა და ისრაელის მიმდინარე დაპირისპირებაში, – წერს АР. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ […]

რა ქონებას ფლობს ჰოლივუდურ სკანდალში გახვეული ამერიკელი რეპერი P. Diddy?

ამერიკელი რეპერის, მომღერლის, პროდიუსერის, მეწარმისა და დიზაინერის, P. Diddy-ის ქონება 2024 წლის მდგომარეობით 600 მლნ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Celebritynetworth-ი ავრცელებს. P. Diddy-მა 90-იანი წლების ბოლო პირველი წარმატებული რეპ ალბომი გამოუშვა, რითაც კარიერაში პირველი გრემიც მიიღო. რეპერმა მოგვიანებით საკუთარი ტანსაცმლის ხაზი და ალკოჰოლური სასმელების ბრენდიც დააფუძნა. მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რეპერმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი […]

26 ოქტომბრის არჩევნები ბოლო შანსია, საქართველო იყოს დამოუკიდებელი – ვაშაძე

ბიძინა და მისი კლანი ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყიდიან, – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ბოლო შანსია. “ბიძინა და მისი კლანი ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყიდიან. ჩვენ არასოდეს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ხელისუფლება, […]

არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ – კალაძე

თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა?! – ვიღაცას დაასანქცირებენ ან არ დაასანქცირებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ემუქრება თუ არა კალაძის ევროპულ ბანკებში განთავსებულ ქონებას საფრთხე. „არ ინერვიულოთ ჩემზე, მე არ ვნერვიულობ […]

ცნობილი ტიკტოკერი მარი დაიღუპა

თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა – მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.