“კვარას” მძიმე ხვედრი – კონტრაქტის გაგრძელება არ უნდა და შეიძლება “ნაპოლი” დატოვოს” – იტალიური მედია

„ემპოლისთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 75-ე წუთზე შეცვალეს. მან უკმაყოფილომ დატოვა მოედანი და როგორც მედია განმარტავს, ამის მიზეზი მისდამი მსაჯების დამოკიდებულებაა, რომლებიც ქართველის მიმართ უხეშობაზე არ რეაგირებენ. ყოფილმა არბიტრმა ლუკა მარელიმ DAZN-თან თქვა, რომ ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, განსაკუთრებულად მეურვეობენ, თამაშის წესების დარღვევით აჩერებენ და ასეთია ვარსკვლავების ხვედრი. ჟურნალისტი ენრიკო ფედელე აცხადებს, რომ კვარაცხელია […]

“ამ ხეებსაც დამარხავენ? თუ მარტო მეფის ბაობაბები სარკოფაგდებიან” – თამარ ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია: სამეგრელო. ამ ხეებსაც დამარხავენ? თუ რეგიონებს ეს პატივი არ აქვთ და მარტო მეფის ბაობაბები სარკოფაგდებიან. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისას სადრენაჟო სისტემა არასწორად ჩადგეს და მუდმივმა დატბორვამ ხეებს ნიადაგი გამოაცალა ქარმა ძალა და უგუნურობამ აზრი. #მიდიარჩევნებზე!

ისრაელი უახლოვდება სახმელეთო შეჭრას ლიბანში, ბაიდენის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად

ისრაელი, როგორც ჩანს, უახლოვდება სახმელეთო შეტევის დაწყებას ჰეზბოლას წინაამდეგ ლიბანში – იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გადაჭრით აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება აშშ-ის ახლო მოკავშირის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას. “ჰეზბოლას წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპი მალე დაიწყება” – უთხრა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ჩრდილოეთ ისრაელში განთავსებულ სამხედროებს 30 სექტემბერს, რამდენიმე საათში მას მერე, რაც The […]

მარკ რუტე, ხვალიდან, ნატოს უხელმძღვანელებს

ნატოს მომავალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, მაქსიმალურად დასჭირდება კოალიციის მშენებლობის უნარების გამოყენება. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერის როლში, მოუწევს დასავლური ალიანსის ერთობის შენარჩუნება, აღმოსავლეთ ფლანგის დარწმუნება მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის საქმეში და უკრაინის დახმარება იმ ფონზე, როცა ვაშინგტონში, არჩევნების გამო შექმნილი გაურკვეველი სიტუაციის ფონზე, ევროპის კონტინენტი მოსკოვის მომდევნო სვლის მოლოდინშია. რუტე თანამდებობას […]

ხერტ იან კოოპმანი – ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით რეალური პრობლემა გვაქვს

ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, პირიქით, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით ჩვენ რეალური პრობლემა გვაქვს, – ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა დღეს ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა. როგორც კოოპმანმა განაცხადა, ევროკავშირს ქართველი ხალხი არ ჩამოშორებულა, რადგან ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის მაჩვენებელი 90 პროცენტამდეა, თუმცა მთავრობის პოლიტიკა […]

ცესკო საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ქეთევან გორჯესტანის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი […]

საქართველოს მოქალაქეები ქუთაისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლს ავტომატური აპარატებით გაივლიან

საქართველოს მოქალაქეები ქუთაისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლს ავტომატური აპარატებით გაივლიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლის გავლას ავტომატური აპარატების მეშვეობით შეძლებენ. eGate არის სისტემა, რომლითაც შესაძლებელია მოქალაქემ საკუთარი პასპორტი/პირადობა სპეციალურ წამკითხველს დაადოს, მისი სახის ავტორიზაციას ბიომეტრიული კამერა მოახდენს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გააღებს. აეროპორტების გაერთიანება ამ პროექტზე 1.87 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რომლითაც […]

ჩვენ არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი – გერტ იან კოოპმანი

ჩვენ არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი – გერტ იან კოოპმანი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორის, გერტ იან კოოპმანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. შესაბამისი განცხადება გერტ იან კოოპმანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. როგორც გერტ იან კოოპმანმა აღნიშნა, ძალიან მცირე პროგრესი იქნა მიღწეული ე.წ. ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელთა შესრულება […]

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოფელ შუქურთის მცხოვრები, ერთ-ერთი მოშიმშილე პირი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

პარლამენტთან, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების აქციის მონაწილე, ერთ-ერთი მოშიმშილე პირი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის ადგილზე აღმოეჩინათ სამედიცინო დახმარება, თუმცა შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მოშიმშილეს, სავარაუდოდ, შაქარის დონე ჰქონდა დაბალი ჰქონდა, რის გამოც საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, მათ პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან ლეიბების […]

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან რუთი ბრალს არ აღიარებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან რუთი ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. 58 წლის რაიან რუთი, რომელსაც ბრალად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ედება, წაყენებულ ხუთ ფედერალურ ბრალდებას არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს ითხოვს. ცნობისთვის, რაინ რუთი 15 სექტემბერს […]